„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ ჯე იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს. 25 წლის კორეელმა გამოკითხვაში გაიმარჯვა.
ამ ჯილდოზე სექტემბერში პრეტენზიას აცხადებდნენ ტეო ერნანდესი („მილანი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“), ბეკაო („უდინეზე“) და მერიხ დემირალი („ატალანტა“).
სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა 2 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა გასვლითი თამაშები მოეგო „ლაციოსთან“ და „მილანთან“.
შეგახსენებთ, აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლის“ ქართველი ახალწვეული კვარაცხელია გახდა. ნეაპოლელებმა კორეელიც სეზონის წინ დაიმატეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings