in

სეზონში მერვედ: ბექა გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძე ისევ TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა.

მე-20 ტურის შეხვედრაში გორგაძის პო-მ სატურნირო ცხრილის ლიდერს “ბორდოს” გასვლაზე 23:16 მოუგო. გორგაძე თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. ბექა გორგაძე მიმდინარე სეზონში ფრანგული TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მერვედ მოხვდა.

პო-ს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 12 მარტს, ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ტუნტულა ფანმა რონალდოს მიბაძა და საავადმყოფოში აღმოჩნდა

მსოფლიომ რუსების სპორტიდან გაგდებას ხელი მოაწერა: სად არის საქართველო?