28 წლის სებასტიან ალესთვის ზაფხული კოშმარული იყო. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და “დორტმუნდში” ერთი მატჩიც ვერ გამართა.
გუშინ კი 28 წლის კოტ-დიუარელმა ფორვარდმა თვითერზე ვიდეო დადო, რომლის შინაარსიც ამგვარია:
“მადლობა თანადგომისთვის! ეს უმძიმესი პერიოდი ერთად გავიარეთ და დავამარცხეთ! ვარჯიშს დავუბრუნდი და მალე გოლების გატანასაც დავიწყებ!”.
ალე “დორტმუნდში” “აიაქსიდან” 37 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings