საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სლოვენიური შეკრება დასრულდა. საკურორტო როგლაში დაბანაკებული ჩვენი ნაკრები ავტობუსით უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში გაემგზავრა, სადაც დღეს, 5 აგვისტოს პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს.
უნგრეთთან 6 აგვისტოს მეორე შეხვედრაც გაიმართება, თუმცა მას უფრო სავარჯიშო ხასიათი ექნება და მაყურებელთათვის დახურული იქნება. საქართველოს ნაკრებს სლოვენიური როგლადან კეჩკემეტამდე მგზავრობა დაახლოებით 5 საათს მოუხდა. სლოვენიაში გატარებული 10-დღიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ილიას ზუროსი კმაყოფილია და იმ სამუშაოს შედეგს, რაც ასისტენტებთან ერთად სლოვენიაში გასწია, მატჩში იხილავს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/PXL_20220804_103152511.MP_.jpg)
ჩვენი ნაკრები უნგრეთში 16 კალათბურთელით ჩამოვიდა. გუნდს აკლია ტრავმირებული გოგა ბითაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და სანდრო მამუკელაშვილი. სანდროს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო თბილისში გამომგზავრება მოუხდა და და ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება. ხვალინდელ მატჩში ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება მიხეილ ბერიშვილი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ილიას ზუროსის განკარგულებაში მთლიანობაში 15 კალათბურთელი იქნება:
![This image has an empty alt attribute; its file name is PXL_20220804_063146546.jpg](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/PXL_20220804_063146546.jpg)
გიორგი ცინცაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings