in

საქართველო ევროპას შორდება: ბულგარეთმა გაგვანადგურა – შანსი ჯერ მაინც გვრჩება

2022 წლის საშინაო ევრობასკეტის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა – 80:92. თურქეთთან საოცარი გამარჯვების შემდეგ, ილიას ზუროსის გუნდი დღეს უბრალოდ გამორთული იყო თამაშისგან. ჩვენს კალათბურთელებს შეტევაში კომბინირება უჭირდათ, დაცვაში კი უსუსტესად გამოვიყურებოდით. ბულგარელებმა პერიმეტრიდან წაგვლეკეს. ვერც ჩვენ ვერ შევაჩერეთ ალექსანდერ ვეზენკოვი. ასევე, საოცარი მატჩი ჰქონდა დი ბოსტს, რომელმაც ლამის ყველა წერტილიდან ჩაგვიგდო ბურთი. საეჭვო იყო ილიას ზუროსის ცვლილებებიც.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ყოველმხირვ ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარა, ცუდი დაცვა, ცუდი შეტევა და ჯგუფის აუტსაიდერთან დავმარცხდით.

პირველი პერიოდი ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო. ეს ორივესთვის ლამის გადამწყვეტი მატჩი იყო. ბულგარელებს სამივე მატჩი წაგებული ჰქონდათ და ეს უკანასკნელი შანსი ჰქონდათ. შესაბამისად, საწყის წუთებში ნერვიული ფონიც იყო და გუნდებმა ბევრი შეტევები გააფუჭეს. 2 წუთი ისე გავიდა, ქულა არცერთ გუნდს არ მოუპოვებია. პირველი ქულები გოგა ბითაძემ მოიპოვა, რასაც მალე ზუსტი სამიანივე მიაყოლა. ბულგარელებმა მალე სწრაფი სამიანითვე გვიპასუხეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საწყის წუთებში დაცვაში საკმაოდ კარგად ვმოქმედებდით და ბევრი შეტევაც მოვიგიერიეთ, მაგრამ პერიოდის ბოლოსკენ ბულგარელებმა სამიანებით მაინც მოახერხეს თამაშის დაქაჩვა და სხვაობა 2-ეც შეამცირეს, მაგრამ სირენასთან ერთად თად მაკფადენმა მოათავსა ბურთი კალათში და პერიოდი – 18:14 მოვიგეთ.

პირველ პერიოდში ჩვენს გუნდს ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა გოგა ბითაძემ ულიდერა (8 ქულა). 6 ქულა ჰქონდა გიორგი შერმადინს.

მეორე პერიოდი დუდა სანაძის ზუსტი საჯარიმოებით გაიხსნა, რასაც სანდრო მამუკეალაშვილის 2 ქულა მოყვა. სტარტზე 22:14 იყო ანგარიში, მაგრამ შეტევაში, უსახურ სიტუაციაში, ორჯერ დავკარგეთ ბურთი და ბურლგარელებმაც 7:0 გაქცევა გაგვიკეთეს. ილიას ზუროსმა უმალვე წუთშესვენება აიღო, მაგრამ წუთშესვენების შემდეგაც პირველი ქულები ბულგარეთმა მოიპოვა, მაგრამ გოგა ბითაძემ შეტევაში მოხსნით და 2 ქულით უპასუხა. პირველი პერიოდისგან განსხვავებით, მეორე პერიოდში ჩვენი გუნდის დაცვაში ისევ გამოჩნდა სერიოზული პრობლემები. რამდენჯერმე მოგვისხსნეს ბურთი საკუთარ ფარზე. ვეზენკოვის შეჩერებაც საქართველოსაც მაგრად უჭირდა. ვეზენკოვმა სამწამიანშიც გაგვაწამა და პერიმეტრიდანაც. ამ დროს ჩვენს გუნდს ისევ გოგა ბითაძემ ულიდერა, რომელმაც საჯარიმოები ჩააგდო ზუსტად, შემდეგ 2-ქულიანი მოათავსა კალათში. ცოტა ხანში, რატის სამქულიანიც მოყვა. მიუხედავად ბითაძის კარგი თამაში მეორე პერიოდში დაცვაში ბევრი შეცდომები დავუშვით. ვეზენკოვმა და კვოსტოვმაც პერიმეტრიდან გაგვაწამეს და პერიოდი 5 ქულით, ტაიმი ერთი ქულით წავაგეთ – 38:39.

მესამე პერიოდის სტარტზე ბულგარელებმა სამიანებიდან დაგვბომბეს. დი ბოსტმა რაც ისროლა, ყველაფერი ჩააგდო. მალე სანდრო მამუკელაშვილმა შემოგვთავაზა მორიგი ეფექტური ჩატენვა. ბულგარელების სამიანების წვიმა და და როსენ ბარჩოვსკის გუნდის 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა წინ.

საბოლოოდ, მესამე პერიოდში პერიმეტრიდან ისევ მაგრად “დავიბომბეთ” და ბოლო პერიოდს 9-ქულიანი ჩამორჩენით შევხვდით – 57:66.

მეოთხე მეოთხედიც ასე დაიწყო. თურქეთთან საოცარი მატჩის შემდეგ, დღეს საქართველოს ნაკრების თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. შეტევაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელები იდგნენ, კომბინაციური თამაში არ გამოგვდიოდა. არაფერი წაუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. გოგა ბითაძე კი, მეორე ტაიმში გაჩერდა. ბულგარელებმა კი აიწყვიტეს.

ძალიან უცნაური იყო ბოლო წუთებში ილიას ზუროსის გადაწყვეტილება. როდესაც ურთულესი თამაში გაქვს შემოსატრიალებელი და ბითაძე და მაკფადენი მოედნიდან გაგყავს.

ბულგარელები მარტო პერიმეტრიდან კი არა, ჩვენს ფარქვეშაც მარტივად შედიოდნენ.

საბოლოოდ 80:92 და საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და ჯგუფში სასწაულის იმედზეღაა. იმ შემთხვევაში თუ ხვალ საქართველო მონტენეგროს დაამარცხებს და ბელგია ბულგარეთს, პლეი-ოფში მეოთხე ადგილით ჩვენი გუნდი გავა.

ბულგარეთის ნაკრებისგან საუკეთესო დი ბოსტი იყო 33 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი. ალექსანდერ ვეზენკოვი – 28 ქულა, 14 მოხსნა.

საქართველოს ნაკრებიდან 21 ქულით საუკეთესო ბითაძე იყო, მაკფადენმა 19 ქულა აიღო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთმაც მოიგო: თურქები და ესპანელები პირველი ადგილისთვის ითამაშებენ

ბოდიში, ამას არ იმსახურებთ