საქართველოს ნაკრების ჯგუფს არა ესპანეთი, არამედ ახლა უკვე შვედეთის ნაკრები ლიდერობს.
სკანდინავიელებმა “ფურია როხას” დამარცხება მოახერხეს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის B ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. შვედეთის ნაკრებს სამივე თამაში მოგებული აქვს, ესპანეთი კი 7 ქულით მეორე ადგილზეა და თანაც, ლუის ენრიკეს გუნდს შვედეთზე ერთით მეტი, 4 თამაში აქვს ჩატარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელებს პრობლემა აქვთ – როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, მეორეადგილოსანს კი პლეი-ოფი ელოდება.
ესპანეთი სწრაფი გოლით დაწინაურდა, მაგრამ შვედებმა სწრაფადვე, ერთ წუთში გაათანაბრეს – სოლერის გოლს ისაკმა უპასუხა. გოლების შემდეგ “ფურია როხა” უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მასპინძლებმა ნელ-ნელა მოუმატეს. პირველ ტაიმში იყო საკამათო ეპიზოდი, როცა საჯარიმოში ფერან ტორესზე თითქოს ჯარიმა იყო, მაგრამ შვედების კარში პენალტი არ დაინიშნა.
მეორე ტაიმი ესპანელთა მაგარი მომენტით დაიწყო – ოლსენმა ფერან ტორესს აუღო. მომდევნო საგოლე ეპიზოდს კი გოლიც მოჰყვა, ოღონდ, ესპანელთა კარში: ფორსბერგის კუთხურის შემდეგ, ესპანელმა მცველებმა კარგად ვერ ითამაშეს, ბურთი კულუშევსკიმ მიიღო, ბრწყინვალედ ითამაშა და კლაესონი მოძებნა, რომელმაც ლუის ენრიკეს გუნდის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1993 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings