in ,

კიტეიშვილის ტრავმა სერიოზულია: ოთო კლუბში დაბრუნდება და გამოკვლევებს ჩაიტარებს

გუშინდელი კოშმარული საღამოს შემდეგ, კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი. გუშინდელ მატჩის მეცხრე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. როგორც აღმოჩნდა, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ის საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორ მატჩში, ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ, ვერ დაეხმარება.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში დაბრუნდება და იქ ჩაიტარებს გამოკვლევებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ქალაქ ბადახოსში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ჯგუფში შვედეთი გალიდერდა: ესპანეთი მუნდიალის შესარჩევში 1993 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და ფიგურული ციგურაობის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა