8-10 ივლისს, ბუდაპეშტში, ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება და დაანონსდა, რომ საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებდა, მაგრამ ძიუდოს ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ტატო გრიგალაშვილი, გურამ თუშიშვილი და გიორგი თუთაშვილი ბუდაპეშტში არ იჭიდავებენ.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/289950787_5708957939123213_340108508249961381_n-1024x651.jpg)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გელა ზაალიშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-78 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
ბუდაპეშტის გრანდ სლემი საოცრებებს გვიქადის, რადგან ყველა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით აპირებს გამოსვლას და, რაც მთავარია, ტატამს ყველა დროის უდიდესი ძიუდოისტი, ტედი რინერი უბრუნდება!
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Teddy-Riner-J-ai-reussi-a-aller-jusqu-au-bout-de-cette-journee--1024x512.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings