in

საფრანგეთში ქართველებმა მოიგეს, მიქაუტაძემ პასი გააკეთა

საფრანგეთის ლიგა 2-ში ორი „ქართული“ გუნდია და ორივე ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის. 28-ე ტური ორივესთვის წარმატებული გამოდგა.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ აუტსაიდერი „ნიმი“ მიიღო და 1:0 მოუგო. ქართველი შემტევი ძირითადში იყო და 67 წუთი ითამაშა. ზურიკო აქტიურობდა და ორი კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმის ერთ ეპიზოდში დავითაშვილმა კონტრშეტევა წამოიწყო და მშვენიერი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი გაანიავა. „ბორდომ“ გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე გაიტანა.

გიორგი მიქაუტაძეც ძირითად შემადგენლობაში იყო და „მეცს“ „რუანთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა. მე-80 წუთზე სწორედ მიქაუტაძის გადაცემით გავიდა გოლი და ანგარიში 2:0 გახდა.
გიორგი 89 წუთზე შეცვალეს.

„ბორდოს“ 50 ქულა აქვს და მე-2 ადგილს ინარჩუნებს, ხოლო „მეცი“ 48 ქულით მე-4 პოზიციაზეა. მათ შორის არის „სოშო“ 49 ქულით.
მომდევნო მატჩებამდე კი პაუზაა, ჩემპიონატი აპრილში განახლდება. „მეცი“ 1 აპრილს შინ გასავარდ ზონაში მყოფ „ლავალს“ შეხვდება, ხოლო „ბორდო“ 3 აპრილს „გენგამს“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას სეივები ატლეტიკოსთან არ კმარა

ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა: ვილიმ 17 წლის ბიჭს დაუძახა