in ,

საუკეთესო მოგება ბოლო წამის გოლია: პეპის 500 ქულა – XXIII ტური

ვერაფერს უხერხებდა „მანჩესტერი“ „ვესტ ჰემს“ და მატჩიც ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ სულ ბოლოს კავანის გაგორებულს რაშფორდი დაუხვდა და ცარიელ კარში უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მომტანი გოლი შეაგდო. ამის გამო ახლა მე-4 ადგილზე სწორედ „იუნაიტედია“ და მეხუთეზე „ვესტ ჰემი“ მიაჩოჩა. ოღონდ ამაში „არსენალიც“ დაეხმარა, რომელმაც რატომღაც „ბარნლის“ ვერ მოუგო.

ლიდერს და მდევარს შორის კი სხვაობა შემცირდა, თუმცა მაინც ჯერ დიდია ჩამორჩენა. „სიტიმ“ როგორც იქნა ვეღარ მოიგო, „ლივერპულმა“ ამით ისარგებლა და ახლა სხვაობა 9 ქულაა, თანაც მერსისაიდელებს ერთი თამაში თადარიგში აქვთ და თეორიულად 6 ქულაა ჩამორჩენა. მოკლედ, ბრძოლა შეიძლება, ოღონდ ქულების დაკარგვის გარეშე.

მესამე ადგილი გაიმყარა „ჩელსიმ“, რომელმაც მეორე ტაიმში გაუტანა გოლები „ტოტენჰემს“ და დამსახურებულად მოუგო. „ჩელსიმ“ სეზონში მეოთხედ აჯობა „ტოტენჰემს“. ისე „მამლების“ საქმე არც ისე ცუდადაა – გადადებული თამაშები თუ მოიგეს, წინ მყოფ „არსენალს“, „ვესტ ჰემს“ და „მანჩესტერს“ გადაასწრებენ და პოტენციურად ოთხეულში სწორედ ისინი არიან.

ასევე აღვნიშნოთ, რომ „ევერტონის“ გულშემატკივრებმა „ასტონ ვილას“ მოთამაშეებს ბოთლები ესროლეს გოლის აღნიშვნისას.

„ბრენტფორდი“-„ვულვზის“მატჩი კი 19 წუთით შეჩერდა სტადიონის თავზე დრონის გადაფრენის გამო.

სიტიმ გვარდიოლას ხელში პრემიერლიგაში 500 ქულა მოაგროვა.

„სიტიმ“ პრემიერლიგაში 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

გვარდიოლა: „სიტის“ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ამ სეზონში“.

„მანჩესტერმა“ რანგნიკის ხელში 10-დან 6 მოიგო. კიდევ 3 ფრე და 1 წაგება.

რანგნიკი: „მოგების საუკეთესო ტიპია – როდესაც ბოლო წამზე იტან“.

რონალდოს ბოლო სამ მატჩში 0 შედეგიანი მოქმდება აქვს.

რონალდო: „კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი მიზნებისკენ. მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ, რომ გულშემატკივრები ჩვენით ამაყობდნენ“.

ტუხელი: „დამსახურებული გამარჯვება. რთულია მათ წინააღმდეგ მომენტების შექმნა“.

„ტოტენჰემმა“ პირველად წააგო კონტეს ხელში. მანამდე იყო 6 მოგება და 3 ფრე.

კონტე: „ძალიან ჩამოვრჩით. ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერაფერს შეცვლი. წლებია საჭირო“.

კლოპი: „ყოველთვის ვერ შეძლებ დომინირებას, მაგრამ შედეგი აუცილებელია. ეს ფეხბურთია“.

პრემიერლიგა – XXIII ტური

უოტფორდი – ნორვიჩი 0:3
ევერტონი – ასტონ ვილა 0:1
მანჩესტერი – ვესტ ჰემი 1:0
ლიდსი – ნიუკასლი 0:1
ბრენტფორდი – ვულვერჰემპტონი 1:2
საუთჰემპტონი – სიტი 1:1
არსენალი – ბარნლი 0:0
კრისტალ პალასი – ლივერპული 1:3
ლესტერი – ბრაიტონი 1:1
ჩელსი – ტოტენჰემი 2:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამო უხვგოლიან მატჩში პოლონურ რაკოვს დაუზავდა

დილა უკრაინაში მოთამაშე ბრაზილიელ შემტევს იმატებს