in

სანდრო მამუკელაშვილი: გვსურს ევრობასკეტზე საქართველომ ჩვენით იამაყოს

ზაფხულში საქართველოს დედაქალაქი თბილისის მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. თბილის ახალი სპორტის სასახლე, რომელიც საგანგებოდ ამ ტურნირისთვის შენდება, ევრობასკეტის A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. ეს არამარტო ქართული კალათბურთის, არამედ ქართული სპორტის უდიდესი მოვლენაა.

მომავალ ევრობასკეტზე და სხვა საინტერესო თემებზე fiba-ს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ნაკრების და “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს.

“ევრობასკეტის საკუთარ კედლებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ჩვენს უკან მთელი ვეყანა იქნება. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთგული გულშემატკივარი ჩვენთვის დამატებითი X ფაქტორი იქნება და ეს საოცარი ატმოსფერო დაგვეხმარება. ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ამ ევრობასკეტით იამაყოს.”

რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და ამ ჯგუფში რაც შეიძლება მეტი შეხვედრის მოგებაა. ევრობასკეტი ისეთი ტურნირია, წინასწარ რაიმე სახის დასკვნების გაკეთება რთულია.”

ზაზა ფაჩულია ჩემი უფროსი მეგობარი და უფროსი ძმაა. ის დღემდე საჭირო რჩევებს მაძლევს და ძალიან მეზმარება. ზაზას, როდესაც პირველად შევხვდი ძალიან აღელვებული ვიყავი, რადგან ის ხომ ჩვენი კერპი და ლეგენდაა. ის, რომ ზაზა ფაჩულია ამდენი ხნის განმავლობაში იყო NBA-ში ბევრს ნიშნავს. მან ყველას აჩვენა, რომ ყველა სურვილის ასრულება შესაძლებელია.

ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს. განსაკუთრებით, სამწამიანშიი გვექნება უპირატესობა. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა და გამოცდილი კალათბურთელების კარგ ნაზავს წარმოადგენს. საკუთარ კედლებში ყველა 120 %-ით დავიხარჯებით.”-თქვა სანდრო მამუკელაშვილმა

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში: ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიის და ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდაშვილის სეივი აპრილის თვის top 5-ში მოხვდა

იტალიელი ჟურნალისტი ნაპოლიში კვარაცხელიას სავარაუდო მაისურის ნომერს ავრცელებს