in

სანაძე ევროპა-ამერიკის კვიპროსულ ოლ სტარში: 10 წუთი და 11 ქულა

დუდა სანაძე კვიპროსის „ანორთოსისში“ ახლახან, ნოემბერში გადავიდა, მაგრამ „ოლ სტარის“ ხუთეულში მოხვედრა მაინც მოასწრო. შემადგენლობა გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა.
ერთმანეთის წინააღმდეგ კი ევროპისა და ამერიკის ნაკრებები დადგნენ. ევროპულ ნაწილში კვიპროსელი და ევროპელი კალათბურთელები თამაშობდნენ, მეორეში – კვიპროსში მოთამაშე ამერიკელი ლეგიონერები.

გამარჯვება ევროპას დარჩა – 100:84.

როგორ ხდება ხოლმე, გულშემატკივარმა იხილა კონცერტი და ეფექტური წარმოდგენა ჩატენვებში. შესაბამისად, უშუალოდ თამაშის დრო განახევრდა: გუნდებმა 5-წუთიანი ოთხი მეოთხედი ითამაშეს. სულ 20 წუთი.

დუდა სანაძე:

„ძალიან სასიამოვნო იყო ხუთეულში მოხვედრა. რადგან მატჩის დრო შემოკლებული იყო, 10 წუთი ვითამაშე და 11 ქულა მოვაგროვე. ჩავაგდე 3 სამქულიანი და 1 ორიანი. საერთო ჯამში ლამაზი წარმოდგენა გამოვიდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის პირადი რეკორდი: 6 პასი ნბა-ში

ვინ რამდენი ფული იშოვა მუნდიალზე: ჩემპიონს 40 მილიონი ერგება