6 წუთი და 12 წამი – ზუსტად ეს დრო დასჭირდა მოჰამედ სალაჰს “რეინჯერსის” კარში სამი ბურთის გასატანად!
აქამდე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი ბაფეტიმბი გომისს ეკუთვნოდა, რომელმაც “დინამო ზაგრებს” 2011 წელს “ლიონის” მაისურით 8 წუთში გაუტანა სამჯერ. ნიშანდობლივია, რომ ფრანგებმა ხორვატებს 7:1 მოუგეს და გუშინ “აიბროქსე” “ლივერპულმა”, სწორედ 7:1 გაიმარჯვა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Fe5ZLSZXoBQ5QTZ-820x1024.jpg)
ძალზე ცუდ ფორმაში მყოფმა სალაჰმა კი ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა და შეკითხვაც დაისვა – დაბრუნდა? – არ ვიცით, მაგრამ კვირას, ენფილდზე “ლივერპული” “სიტია” და მერსისაიდელები ამ მატჩს ჩინებულ ხასიათზე ხვდებიან!
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings