თურქეთში მოთამაშე საბა ლობჟანიძე შესაძლოა ამერიკაში წავიდეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით „ატლანტა იუნაიტედი“ დაინტერესდა. ამერიკული მხარე „ჰათაისპორს“ ქართველ ფეხბურთელში 1 მილიონ ევროს თავაზობს, თურქული კლუბი კი 1.5 მილიონ ევროს ითხოვს. მოლაპარაკებები გრძელდება.
შეგახსენებთ, ლობჟანიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი „ქარაგიუმრუქში“ იჯარით გაატარა. 28 წლის ლობჟანიძეს „ჰათაისთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings