in ,

საბა ლობჟანიძემ მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დღეს ვერ ითამაშებს

კიდევ ერთი დანაკლისი კოსოვოსთან მატჩში. საქართველოს ნაკრებს საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება. გუშინ, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გამართულ მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ვარჯიშის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ლობჟანიძე დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ითამაშებს თუ არა, საბა ლობჟანიძე ამ სანაკრებო პაუზის მომდევნო შეხვედრებში ჯერჯერობით უცნობია.

არადა, საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაში იყო. მან თურქული “ჰატაისპორის” შემადგენლობაში 3 მატჩიდან 3-ვეში გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირთა ცხრილს ლიდერობს.

საქართველოსა და კოსოვოს მატჩი დღეს 20:00-ზე ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება და ის უმაყურებლოდ ჩაივლის.

ვილი სანიოლი: მამარდაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ლორია ნაკრების პირველი მეკარეა და მისი შეცვლის მიზეზს ვერ ვხედა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანუ რონალდო სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

შავი ლომის მატჩების განრიგი ცნობილია