in ,

რუმინული მედია: ქართველებს მატჩის ჩაშლა სურდათ

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს ვილი სანიოლის პირველი გამარჯვება გახლდათ.

ნავსი გავტეხეთ: სანიოლის პირველი გამარჯვება და ისტორიაში პირველად დამარცხებული რუმინეთი

ქართველი ფეხბურთელების შეფასებები: კიტეიშვილი საუკეთესოა

დღეს, რუმინულ მედიაში საინტერესო სტატია გავრცელდა, რომ საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშზე მოედნის საფარი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იყო და ქართულ მხარეს მატჩის ჩაშლაც სურდა.

“ის, რომ გუნდები თამაშს სხვადასხვა მოტივაციით შეხვდნენ, ჯერ კიდევ მატჩამდე გამოჩნდა. ამის შესახებ ყურადსაღები ამბავი მოგვიყვა საფეხბურთო კლუბ პლოიეშტის წარმომადგენელმა ვალერიუ რეჩიტემ, რომელსაც სტადიონი Ilie Oana უეფა-ს IV კატეგორიის დონემდე უნდა მოემზადებინა. როგორც ირკვევა, ქართველები ერთ ნაბიჯში იყვნენ იმასთან, რომ ამხანაგური მატჩი ჩაეშალათ.

პრობლემები მაშინ შეგვექმნა, როდესაც საქართველოს ნაკრების ოფიციალური ვარჯიშის დრო მოვიდა. პლოიეშტიში 3 დღე წვიმდა, რის გამოც ბალახის სათანადოდ გაკრეჭვა ვერ მოხერხდა. საფარის დამუშავება უბრალოდ შეუძლებელი იყო, მათ კი ისეთი რეაქცია ჰქონდათ, როგორიც აქ ჩამოსულ გაცილებით დიდ ნაკრებებსაც კი არ ჰქონიათ. მეტიც, საქართველომ ფედერაციაში წერილი გააგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი თვითმფრინავში ჩასხდომასა და შინ დაბრუნებას აპირებდნენ! მათ ვუთხარი, რომ ეს კონკრეტულად იმ დროისთვის არსებული მდგომარეობა იყო, მატჩისთვის კი ყველაფერი შესაბამისობაში იქნებოდა. მეტოქის მოტივირებულობაზე ეს კარგად მეტყველებდა”, – აღნიშნა რეჩიტემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინმა ბურგოსი მეორედაც დაამარცხა: ტენერიფე ნახევარფინალშია

მიქაუტაძით გალათასარაი დაინტერესდა