კრიშტიანო რონალდომ კლუბებში თამაშისას 50-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგის ოფიციალურ მატჩებში ასეთ შედეგს მიაღწია 21-ე საუკუნეში. კრიშტიანომ 44 ჰეთ-თრიქი „რეალის“ შემადგენლობაში შეასრულა, 3 – „იუვენტუსში“ და 3-იც – „მანჩესტერში“.
პრემიერლიგის 33-ე ტურში „ნორვიჩთან“ შესრულებული ჰეთ-თრიქი რონალდოსთვის კარიერაში მე-60 გახდა. 10 ჰეთ-თრიქი მას პორტუგალიის ნაკრებში აქვს გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა იმ მატჩებსაც მოიცავს, რომელშიც რონალდო 3-ზე მეტ გოლს იტანდა.
60 ჰეთ-თრიქი საუკეთესო შედეგია მოქმედ ფეხბურთელებს შორის. კრიშტიანოს 55 ჰეთ-თრიქით მესი მისდევს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
სულ კი რონალდომ პრემიერლიგაში სამჯერ მოახერხა ერთ მატჩში 3 გოლის გატანა. მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემთან” და 2008 წლის იანვარში “ნიუკასლთან”.
ამ სეზონში 37 წლის ფირვარდს 21 გოლი და 3 პასი აქვს 35 მატჩში.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/UVKIGARM4ZOC3LALARFDCNYJQY-1024x617.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings