„მანჩესტერმა“ დაადასტურა, რომ „იუვენტუსისგან“ წაყვანილი კრიშტიანო რონალდო თავისი ძველი, 7 ნომრით ითამაშებს.
ამის შემდეგ კლუბის ოფიციალურმა ონლაინ-მაღაზია United Direct-მა არნახული შეკვეთები მიიღო.
„იუნაიტედმა“ პირველ დღესვე მსოფლიო რეკორდი დაამყარა ონლაინ-მაღაზიისთვის ერთი დღის განმავლობაში გაყიდული სპორტული ატრიბუტიკის რაოდენობით ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა.
პორტალ LovetheSales.com-ის მონაცემებით, „მანჩესტერის“ მაღაზიამ თითქმის 400 ათასი შეკვეთა მიიღო რონალდოს ნომრიან ახალ მაისურებზე.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ზოგიერთ გულშემატკივარს შეტყობინება მიუვიდა, რომ შეკვეთას ოქტომბერში მიართმევენ.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2021-09-06-110025.jpg)
მაისურების გარდა, ბრენდი CR7 კიდევ არაერთ მილიონს მოუტანს ისედაც მძლავრ „იუნაიტედს“. რონალდო ნამდვილი ოქროს საბადოა.
და კიდევ: 11 სექტემბერს „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში „ნიუკასლს“ ეთამაშება და სწორედ ამ მატჩში უნდა შედგეს რონალდოს დაბრუნება. ბილეთები კი… 3 ათას ფუნტად იყიდება.
GIPHY App Key not set. Please check settings