კრიშტიანო რონალდოს ყველაზე ხშირად შეურაცხყოფდნენ ტვიტერზე გასულ სეზონში პრემიერლიგაში.
ამის შესახებ იუწყება სააგენტო Ofcom, რომელიც ალან ტიურინგის ინსტიტუტის მეცნიერების კვლევას ეყრდნობა.
მკვლევარებმა 2021-22 წლების პირველი 5 თვის 2.3 მლნ ტვიტი გაანალიზეს.
მათგან თითქმის 60 ათასი შეურაცხმყოფელი იყო, 8% მიმართული იყო რასაზე ან სქესზე.
რონალდომ 12 520 შეურაცხმყოფელი ტვიტი მიიღო, რაც ყველაზე მეტია. ეს გახლავთ ჯამური რაოდენობის 2.2%, რაც კი კრიშტიანო უხსენებიათ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მეორე ადგილზეა ჰარი მაგუაირი (8 954), მესამეა – მარკუს რაშფორდი (2 557).
ტოპ 10-ში „მანჩესტერის“ 8 ფეხბურთელია.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture-5.png)
GIPHY App Key not set. Please check settings