კრიშტიანო რონალდომ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
„მანჩესტერის“ ფორვარდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა პრემიერლიგის 29-ე ტურში „ტოტენჰემთან“ (3:2). ახლა მის ანგარიშზე 807 გოლია საკლუბო და სანაკრებო დონეზე.
ეს კი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. რეკორდის წინა მფლობელი გახლდათ ავსტრიელი იოზეფ ბიცანი – მას 805 გოლი უგროვდება Rec.Sport.Soccer Statistics Foundation-ის (RSSSF) დათვლით.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს 59-ე ჰეთ-თრიკი იყო რონალდოს კარიერაში. აქედან 49 საკლუბო დონეზე შეასრულა, ხოლო 10 პორტუგალიის ნაკრებში.
მოქმედ ფეხბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია. ლეო მესის 55 მატჩში გაუტანია 3 ან მეტი გოლი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings