in

რონალდომ კრუზეირო იყიდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ ბრაზილიის საფეხბურთო კლუბი „კრუზეირო“ იყიდა. სწორედ ამ გუნდში იწყებდა კარიერას ფენომენი ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რონალდოს ეკუთვნის ესპანური „ვალიადოლიდიც“.

ამ სიახლის შესახებ კიჭამ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში თავად აცნობა. მან დაადასტურა კლუბის პრეზიდენტ სერჟიო სანტოს როდრიგესთან შეთანხმება. „მაქვს იმდენი, რომ გადახდა შევძლო. ბევრი სამუშაო და დიდი ამბიცია გვაქვს, რომ „კრუზეირო“ ისევ გავხადოთ დიდი კლუბი“, – თქვა რონალდომ.

გარიგების შესახებ პირველმა XP Investimentos-ის დირექტორმა პედრო მესკიტამ გამოაცხადა: „ყურადღება, საფეხურთო სამყაროვ! რონალდომ ეს-ესაა ხელი მოაწერა „კრუზეიროს“ შეძენაზე ხელშეკრულებას“, – დაწერა მესკიტამ ტვიტერზე.

გარიგების საფასური არ ხმაურდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არსენალმა ინგლისში 7 ათასი გოლის გატანა მოახერხა: მასზე წინ მხოლოდ ორი გუნდია

ვიდეო: მესის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა – აბა ლევანდოვსკის მაკრატელა?