კრიშტიანო რონალდო ისტორიის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში გოლების მხრივ რეკორდსმენი გახდა.
“იუვენტუსის” ფორვარდმა “სასუოლოს” ჩემპიონატის მე-17 ტურში გაუტანა (3:1).
ეს პორტუგალიელისთვის კლუბსა და ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში გატანილი 759-ე გოლია.
Squawka, ESPN და სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ ამ მაჩვენებლით რონალდო გაუთანაბრდა ავსტრიისა და ჩეხოსლავაკიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ იოზეფ ბიცანს (759 გოლი). ეს მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მას პელე მოყვება – 757 გოლი.
აღსანიშნავია, რომ ბიცანის, პელეს და სხვა ბომბარდირების გოლებთან დაკავშირებით სხვა მონაცემებიც არსებობს
მაგალითად, Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (RSSSF) დაანგარიშებით, ბიცანმა 805 გოლი გაიტანა, ბრაზილიელმა რომარიომ – 772, ხოლო პელემ – 767.
GIPHY App Key not set. Please check settings