in

რონალდომ დროგბას რეკორდი გაიმეორა და სხვებიც დაამყარა

„მანჩესტერის“ ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ რამდენიმე რეკორდი დაამყარა „ტოტენჰემთან“ გავსვლაზე 3:0 მოგებულ მატჩში.

პორტუგალიელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მოახერხა და ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მისცა. კრიშტიანომ ეს 36 წლის და 267 დღისამ შეძლო და ამით „ჩელსის“ დიდიე დროგბას რეკორდი გაიმეორა. საინტერესოა, რომ დრობმააც ამავე ასაკში სწორედ „ტოტენჰემთან“ გაიტანა და ასისტიც გააკეთა.

2010 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „მანჩესტერის“ 34 წლის ან მეტი ასაკის ორმა ფეხბურთელმა შექმნა გოლი (რონალდო-კავანი). წინა შემთხვევაში პოლ სქოულზისა და რაიან გიგზის მცდელობა დაგვირგვინდა გოლით „ნიუკასლთან“ შეხვედრაში.

რონალდოს გოლი „მამლებთან“ პირველია ბოლო ხუთ მატჩში.

მესიმ ანტირეკორდი დაამყარა: ვერც ურტყამს, ვერც იტანს, პასსაც ვერ აკეთებს

კრიშტიანომ გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა მე-12-ედ პრემიერლიგაში. „ტოტენჰემისთვის“ 11 გოლი აქვს გატანილი, ამდენი კი სხვა არცერთი ინგლისური გუნდისთვის არ გაუტანია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიეგოს საუკეთესო გოლები

მესიმ ანტირეკორდი დაამყარა: ვერც ურტყამს, ვერც იტანს, პასსაც ვერ აკეთებს