in ,

რომ არა რონალდოს მაგია… IV ტური

ჩემპიონთა ლიგა რონალდოს ტურნირია. ეს უბერებელი გენია მოუსვენარია და ახლაც თავისი გუნდი წაგებას გადაარჩინა. კრიშტიანომ დუბლი შეასრულა, გადამრჩენი გოლი კი წამატებულ დროში შეაგდო და “მანჩესტერი” პირველ ადგილზე დატოვა. ისე კი, ამ ჯგუფში ჯერ გადამწყვეტი ბრძოლები წინაა.

ბარსელონამ” ისევ 1:0 მოუგო კიევის “დინამოს” და მეორე ადგილზე ავიდა, თუმცა მთავარი ბრძოლები წინ აქვს. მომდევნო ტურში სწორედ “ბარსა” და “ბენფიკა” ხვდებიან და იქ ბევრი რამ გაირკვევა, თორემ “ბაიერნს'” ყველა მოგებული აქვს და უკვე გასულია ჯგუფიდან.

ჯგუფიდან “იუვენტუსიც” გავიდა და არც “ჩელსის” ექნება პრობლემა.

E ჯგუფი

ბაიერნი – ბენფიკა 5:2
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (26), 2:0 გნაბრი (32), 2:1 მორატო (38), 3:1 სანე (49), 4:1 ლევანდოვსკი (61), 4:2 ნუნიესი (74), 5:2 ლევანდოვსკი (84)
გამოუყენებელი პენალტი: ლევანდოვსკი (45)

დინამო (კ) – ბარსელონა 0:1
გოლი: ფატი (70)

ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ითამაშა. ის პირველი პოლონელია, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩში 81 გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკიმ 22 გოლი გაიტანა 16 მატჩში „ბაიერნის“ რიგებში ამ სეზონში.

ლევანდოვსკი: „არასოდეს მიფიქრია, რომ ამდენს შევძლებდი“.

ნაგელსმანი: „ბაიერნის“ საუკეთესო მატჩი ბოლო რამდენიმე კვირაში. უნდა შევინარჩუნოთ ფორმა“.

კიევის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე 390 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებს გოლის გატანას.

ლუჩესკუ: „დინამომ“ ფრე დაიმსახურა. „ბაიერნთანაც“ კარგად ვითამაშებთ“.

G ჯგუფი

ვოლფსბურგი – ზალცბურგი 2:1
გოლები: 1:0 ბაკუ (3), 1:1 ვებერი (30), 2:1 ნმეჩა (60)

სევილია – ლილი 1:2
გოლები: 1:0 ოკამპოსი (15), 1:1 დავიდი (43, პენ), 1:2 იკონე (51)

„ლილმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

“სევილია“ ტურნირზე 2017 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა.

F ჯგუფი

ატალანტა – მანჩესტერი 2:2
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (12), 1:1 რონალდო (45+1), 2:1 საპატა (56), 2:2 რონალდო (90+1)

ვილიარეალი – იანგ ბოიზი 2:0
გოლები: 1:0 კაპუ (36), 2:0 გროენველდი (89)

რონალდო „მანჩესტერის“ ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა 2+ გოლით ევროთასებზე და ინძაგის შემდეგ მეორე ასაკოვანია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეასრულა.

რონალდომ 127-ე გოლი გაიტანა „მანჩესტერში“ და ამ მაჩვენებლით სულშერს გადაასწრო.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 139-ე გოლი გაიტანა და რეკორდი განაახლა. მეორე – მესია 123 გოლით.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ოთხივე მატჩში გაიტანა. მას 15 გოლი აქვს სეზონის 15 შეხვედრაში.

რონალდო: „ჩვენ გვჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ „წითელი ეშმაკები“ ვართ“.

„მანჩესტერმა“ ტურნირზე ბოლო 15 მატჩიდან 14-ში გაუშვა გოლი.

გასპერინი: „რომ არა რონალდოს მაგია, კიდევ უკეთესი იქნებოდა. ახლოს ვიყავით მოგებასთან“.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture-1024x554.png

H ჯგუფი

მალმიო – ჩელსი 0:1
გოლი: ზიეში (56)

იუვენტუსი – ზენიტი 4:2
გოლები: 1:0 დიბალა (11), 1:1 ბონუჩი (26, საკ. კარში), 2:1 დიბალა (58, პენ), 3:1 კიეზა (73), 4:1 მორატა (82), 4:2 აზმუნი (90+2)

ფედერიკო კიეზამ ზედიზედ 4 საშინაო მატჩში გაიტანა პირველმა ტრეზეგეს შემდეგ.

დიბალამ ამ სეზონის 10 მატჩში უფრო მეტი ქულა (6+3) მოაგროვა, ვიდრე გასული სეზონის 26 მატჩში (5+3).

ალეგრი: „იუვეს“ შეეძლო მეტიც გაეტანა. უკეთესი იქნებოდა 5:1 მოგვეგო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის 5 ქულა 5 წუთში და გამარჯვება დეტროიტთან

თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა