in ,

როგორ გადარჩა კალუშა: თავგატეხილი სიმულანტი და სან მარინოს გოლი 8 წამში – შესარჩევების ფაქტები

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ევროპის ზონაში დასრულდა. გადავავლოთ თვალი რამდენიმე საინტერესო ფაქტს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებიდან.

საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე ეფექტიანი გუნდი გერმანიაა (გფრ). გერმანელებმა ერთადერთხელ, ევრო 1968-ის შესარჩევი ციკლი ვერ დააძლიეს.

შესარჩევის რეკორდი ჩრდ ირლანდიის თავდამსხმელ დევიდ ჰილს ეკუთვნის, რომელმაც ევრო 2008-ის შესარჩევში 13 გოლი გაიტანა. 12 გოლი გაიტანეს ლევანდოვსკიმ (ევრო 2016), დავორ შუკერმა (ევრო 96) და კლაას-იან ჰუნტელაარმა (ევრო 2012).
ახლახან დასრულებულ შესარჩევშიც 12-12 გოლი შეაგდეს ჰარი კეინმა და მემფის დეპაიმ.

1934

აშშ-ს ნაკრებმა გვიან შეიტანა განაცხადი და უკვე რომში მოუწია საკვალიფიკაციო მატჩის ჩატარება მექსიკასთან.

ჩემპიონატამდე პირველად და უკანასკნელად მოუწია მასპინძელ ქვეყანას შესარჩევი მატჩების თამაში.

1994

მთელი ზამბიის ნაკრები ავიაკატასტროფაში დაიღუპა სენეგალში გაფრენისას. ქვეყანას სასწრაფოს მოუწია ახალი გუნდის შეკრება, მაგრამ იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ აშშ-ში წასვლამდე მხოლოდ 1 ქულა დააკლდა. წინა, დაღუპული გუნდიდან მხოლოდ კალუშა ბვალია იყო, რადგან კატასტროფის დროს ნიდერლანდებში იმყოფებოდა.

სან მარინოს ფეხბურთელი დავიდე გუალტიერი ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. მან თვით ინგლისს გაუტანა – ამისთვის 8.3 წამი ეყო. თუმცა მერე ინგლისმა 7:1 მოიგო.

სამხრეთ ამერიკის ზონაში მხოლოდ 9 ნაკრები იყო, რადგან ფიფამ ჩილეს დისკვალიფიკაცია მისცა ეროვნული გუნდის მეკარის გამო, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაში თავის ტრავმის სიმულაცია გააკეთა.

ერთადერთი ჩემპიონატია, რომელშიც დიდი ბრიტანეთის ვერცერთმა ნაკრებმა ვერ დაძლია შესარჩევი ტურნირი.

2016

შესარჩევის ახალი მონაწილე გახდა გიბრალტარი – დაახლოებით 30 ათასი მოსახლით. მან უეფას წევრობა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გავლით მოიპოვა.

„ჯუჯების მოსავალი“: ასე შეიძლება ეწოდოს მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდების გამოსვლას. ლუქსემბურგმა, ფარერებმა, ლიხტენშტეინმა, მალტამ და სან მარინომ ჯამში 18 ქულა მოაგროვეს, 4 მოგებით, საიდანაც 2 ფარერებზე მოდის.

შესარჩევის შედეგად ძირითად ტურნირზე დებიუტი ჰქონდათ ისლანდიას, ჩრდ ირლანდიას, სლოვაკეთს, უელს და ალბანეთს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე: სიმეონემ მითხრა გუნდში ფელიქსი მყავს და ხვიჩა აქ ვერ ითამაშებსო

ლევან მაისაშვილი: კარგად ვიცით ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები