5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყდა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვების გემო გაიხსენა. დოჰას 250-იანი ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ჯონ მილმენს დაუპირისპირდა და სამ სეტში – 2:6; 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილმა პირველი საიტი ჩააგდო და ზედიზედ სამი საკუთარი მოწოდება წააგო, მაგრამ შემდეგ თამაში საგრძნობლად გამოასწორა და მეორე-მესამე სეტში ორ-ორი ბრეიქიც შესთავაზა მეტოქეს.
მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილს იკავებს, ხორვატ ბორნა ჩორიჩისა და ტუნისელი მალიკ ჟაზირის შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings