„ლივერპულის“ სამი ფეხბურთელი შეიყვანეს 2023 წლის პრემიერლიგის ნაკრებში. ეს WhoScored-ის ვერსიაა.
წლის გუნდში ასევე არიან „სიტის“ ორი წარმომადგენელი და 6 გუნდის თითო ფეხბურთელი.
გუნდში მოხვდნენ შესაბამის პოზიციებზე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არანაკლებ 30-ჯერ გამოვიდნენ.
შემადგენლობა ასეთი გამოვიდა:
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მეკარე: ალისონი („ლივერპული“, 6,83 ქულა);
მცველები: ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი („ლივერპული“, 7,29), ვირხილ ვან დეიკი („ლივერპული“, 7,19), ითან პინოკი („ბრენტფორდი“, 7,14), ენტონი რობინსონი („ფულჰემი“, 6,92);
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა („არსენალი“, 7,44), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“, 7,36), როდრი („სიტი“, 7,28), დუაით მაკნილი („ევერტონი“, 7,18);
თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, 7,39), ოლი უოტკინსი („ასტონ ვილა“, 7,22).
GIPHY App Key not set. Please check settings