in ,

რეალური ინტერესია პრემიერლიგისა და ლიგა 1-ის კლუბებისგან: გიორგი მამარდაშვილის მენეჯერი

ესპანეთის კოპა დელ რეის ფინალური მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილზე ძალიან ბევრი იწერება.

ინგლისურ მედიაში გავრცელდა ხმებიც, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბი მზადაა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც გადაიხადოს.

მამარდაშვილი პრემიერლიგის კლუბს სურს: ინგლისური მედია

ამ ამბებზე Crystalsport-ის საგოლე გადაცემაში გიორგი მამარდაშვილის საფეხბურთო მენეჯერმა ლევან სეთურიძემ ისაუბრა.

“ამას ვიტყვი, რადგან დარწმუნებული ვარ გიორგი ამაზე არ ავარდება, იმდენს გაუძლო ამ ბიჭმა. რეალური ინტერესი არის პრემიერლიგის კლუბებიდან, ასევე საფრანგეთის ლიგა 1-ის წამყვანი კლუბებიდან, რომლებიც ფინანსურად მყარად დგანან, მაგრამ გიორგი ამ ეტაპზე არის “ვალენსიას” ფეხბურთელი, ცხოვრობს ამ გუნდის ცხოვრებით და ჯერ კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს”, – თქვა ლევან სეთურიძემ.

მაინც მოვიგებ: მიბაძეთ მამარდას – საკუთარ თავზე მუშაობის, შრომისა და პროფესინალიზმის მაგალითი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი წყალში მხტომელების ოქრო ბუდაპეშტიდან

კიტეიშვილისთვის სეზონი დასრულდა: ოთო დიდი ალბათობით ერთა ლიგაზეც არ იქნება