in

რეალი ჯერ ყველას უგებს, ახლა ატლეტიკოს ჯერი დგება – XVI ტური

„რეალს“ ბოლო დროს რთული მეტოქეები შეხვდა, მაგრამ „სამეფო კლუბი“ ღირსეულად გაუმკლავდა გამოწვევას. ყოველ შემთხვევაში, შედეგები ამაზე მეტყველებს და თამაშის ხარისხზე კი ანჩელოტიმ უნდა იდარდოს. თუმცა ამ ეტაპზე იტალიელ სპეციალისტს სადარდებელი ნაკლებად აქვს. მისი გუნდი მშვენივრად მიდის და სულ უფრო უსხლტდება მდევრებს. ამ ტურში თავად მოუგო „სოსიედადს“, მოულოდნელად წააგო „ატლეტიკომ“ და ახლა მადრიდულ გრანდს სევილიელები ჩაუდგნენ კვალში: 39-ქულიან „რეალს“ მოყვებიან 31-ქულიანი „სევილია“ და 30-ქულიანი „ბეტისი“.

“რეალს” მთავარი გოლეადორი ბენზემა დაუშავდა და პირველ ტაიმშივე შეცვალეს, მაგრამ ლიდერობა ვინისიუსმა აიღო, ასევე ძალიან კარგი გამოდგა ფრანგის შემცვლელი და იშვიათად მოთამაშე იოვიჩი, რომელმაც თავადაც გაიტანა და ვინისიუსსაც გაატანინა.

This image has an empty alt attribute; its file name is HE11279Thumb9-1024x607.jpg

აი ნახსენებმა “ბეტისმა” კი „ბარსელონას“ მოუგო სტუმრად და ამით ჩავის პირველი მარცხი აგემნა. კატალონიელები დემბელეს შესვლის შემდეგ გამოცოცხლდნენ, მაგრამ გოლი მაინც აქეთ გაუშვეს და ახლა მე-7 ადგილზე არიან, საძაგელ ლიდერს 16 ქულით, ხოლო ოთხეულს 6 ქულით ჩამორჩებიან.
ახლა “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი თამაში ელოდება მიუნხენში უმოტივაციო “ბაიერნთან”, ჩავიმ თქვა კიდეც, რომ მიუნხენში მოგება შეუძლიათ და ყველაფერი საკუთარ თავზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ “ბარსას” შემხედვარე ცოტა რთულია თქვა, რომ შანსი დიდია.

This image has an empty alt attribute; its file name is 900x450_uploads202112044f59e17577.jpg

ჟორდი ალბა: „ბეტისი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, ასე რომ, წაგება ყკან გადადგმული ნაბიჯია. „ბარსა“ ყოველთვიდ ვალდებულია მოიგოს“.

„რეალმა“ ზედიზედ 8 მატჩია მოიგო. ანჩელოტის გუნდს 10 მოგება და ფრე აქვს ბოლო 11 შეხვედრაში.

“ატლეტიკოს” კი ის დაემართა, რასაც თავად აკეთებს ხოლმე. მატჩის მიწურულს გაუშვა გადამწყვეტი გოლი და როგორი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, არადა “ათლეტები” იგებდნენ და ძალიან მძიმედ გამოიყურებიან, არადა ჩემპიონატის სტარტზე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. სიმეონეს შემოძახება მოუწევს, თან უკვე მომდევნო ტურში, რადგან 12 დეკემბერს “რეალი”-“ატლეტიკოა”.

This image has an empty alt attribute; its file name is 9bd0ceae6c10f27a2e8d82be57360a3ao2-1024x569.jpg

“რეალი” ტოპ 5 ჩემპიონატებში პირველი გუნდია, რომლის ორმა ფეხბურთელმა მოახერხა მიმდინარე სეზონში 10-ზე მეტი გოლის გატანა: ბენზემა (12) და ვინისიუსი (10).
გარდა ამისა, ვინისიუსი ტოპ 5 ლიგაში 2000 წელს შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 10 გოლი გაიტანა.

იოვიჩმა “რეალში” პირველად გაიტანა 2020 წლის თებერვლის შემდეგ.

ტიბო კურტუამ „რეალში“ 150-ე მატჩი ჩაატარა.

ანჩელოტი: “არა მგონია, რომ ჩემპიონობა უფრო ახლოს მოვიდა. “რეალს” ძლიერი კონკურენტები ჰყავს”.

„ბარსელონას“ 23 ქულა აქვს 15 ტურში. ეს ყველაზე ცუტი სტარტია ბოლო 18 წელიწადში.

ჩავი: „ბარსამ“ გაუშვა, როდესაც ყველაზე კარგად თამაშობდა. მტკივნეულია შინ ასე წაგება“.

ჟორდი ალბა “ბარსელონას” მე-15 ფეხბურთელია, რომელმაც 400 მატჩი ითამაშა.

“ატლეტიკოს” იან ობლაკმა ლა ლიგაში 244 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში სხვა ყველა მეკარეს გადაასწრო.

“ბეტისელი” ხუანმი 11 გოლით ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო ესპანელი ბომბარდირია.

16 ტურში “რაიო ვალეკანომ” 27 ქულა მოაგროვა და ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.


ლა ლიგა – XVI ტური

2 დეკემბერი
რეალი – ბილბაო 1:0 (მე-9 ტურის მატჩი)

გრანადა – ალავესი 2:1
სევილია – ვილიარეალი 1:0
ბარსელონა – ბეტისი 0:1
ატლეტიკო – მალიორკა 1:2
სოსიედადი – რეალი 0:2
რაიო ვალეკანო – ესპანიოლი 1:0
ელჩე – კადისი 3:1
ლევანტე – ოსასუნა 0:0
სელტა – ვალენსია 1:2

ორშაბათი, 6 დეკემბერი
ხეტაფე – ბილბაო

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0