“ოქროს ბურთის” 2023 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა და ესპანელმა ჟურნალისტმა მიკროფონით კითხვით მიმართა – რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას, “რეალს” თუ “ბარსელონას”?
ქართველმა, რომელიც ბავშვობიდან “რეალის” გულშემატკივარია, ლაკონურად უპასუხა: “ორივეს! ეს ორი შესანიშნავი კლუბია”.
ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია არ დაიბნა, ჭკვიანური და დიპლომატიური პასუხი გასცა და არასაჭირო სპეკულაციას თავი აარიდა.
“ნაპოლი” 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” სახლში 2:3 დამარცხდა. ეს გუნდები ერთმანეთს 30 ნოემბერს მადრიდში შეხვდებიან და ხვიჩას “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings