in ,

რეალი ბოლო 5 წუთში გალიდერდა, ბარსას დაწევის შანსი აქვს – V ტური

„რეალი“ ლიდერი გახდა. სამწუხაროა, მაგრამ ამაში ცოტა გიორგი მამარდაშვილის ბრალეულობაცაა. ბოლო წუთზე მისმა შეცდომამ გადამწყვეტი გოლი განაპირობა. თუმცა ბუნებრივია ძალიან გადამეტებული იქნება წაგების მარტო ჩვენიანზე გადაბრალება, თამაშს გუნდი აგებს და არა ერთი მოთამაშე. დაცვას უკეთ რომ ეთამაშა ბოლო 5 წუთი, შესაძლოა ეს მომენტები არც შექმნილიყო. თუმცა რაც იყო ის უკვე იყო და არაფერი შეიცვლება. „ვალენსიამ“პირველად წააგო და პირველად გაუშვა 2 გოლი.

მამარდაშვილის უხეში შეცდომა რეალთან: ღამურები ბოლო 5 წუთში დამარცხდნენ

„რეალის“ ერთპიროვნულ პირველობას ორი მიზეზი აქვს. პირველი „ატლეტიკოა“, რომელმაც უღიმღამო შეხვედრაში ნულოვანი ფრე ითამაშა „ატლეტიკთან“. მეორე კი „ბარსელონაა“, რომელსაც 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ ორივე მოიგო, “რეალს“ ქულებით გაუთანაბრდება.

ლა ლიგას კი ორი კარგი ფეხბურთელოი შეემატა – რადამელ ფალკაო (რაიო) და ხავიერ პასტორე (ელჩე).

„რეალი“ ზედიზედ 10 მატჩია არ აგებს.

„რეალს“ სტუმრად 18 მატჩია არ წაუგია – ეს საკლუბო რეკორდის გამეორებაა.

ვინისიუსს 5+1, ხოლო ბენზემას 6+5 აქვს სეზონის 5 მატჩში.

ანჩელოტი: „ჩვენ მოვიგეთ არა ხარისხის გამო, არამედ გუნდური სულისკვეთების წყალობით“.

ბილბაოელმა ინიაკი უილიამსმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 200 მატჩი ითამაშა.

„რაიო ვალეკანოს“ ფორვარდმა რადამელ ფალკაომ პირველი გოლი გაიტანა ახალ გუნდში.

გრიზმანს 0 შედეგიანი მოქმედება აქვს 3 მატჩში, რაც „ატლეტიკოში“ დაბრუნდა.

შეცვლაზე შესულმა ჟოაო ფელიქსმა ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მეორე მსაჯთან უხეში მოპყრობისთვის, რის გამოც შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც მიიღოს.

ლა ლიგა – V ტური

სელტა – კადისი 1:2
რაიო ვალეკანო – ხეტაფე 3:0
ატლეტიკო – ბილბაო 0:0
ელჩე – ლევანტე 1:1
ალავესი – ოსასუნა 0:2
მალიორკა – ვილიარეალი 0:0
სოსიედადი – სევილია 0:0
ბეტისი ესპანიოლი 2:2
ვალენსია – რეალი 1:2

20 სექტემბერი
ბარსელონა – გრანადა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის სადებიუტო გოლი იუპილერ ლიგაში: ბერიძემ და ვაკომაც გაიტანეს – ლობჟანიძე საგოლე პასით დაბრუნდა

18 წლის ნინიაშვილმა Top 14-ში სადებიუტო მატჩი ითამაშა – აფრასიძე დაშავდა