in ,

რა ვიშოვეთ: მილიონამდეც ვერ ავედით – ცუდი შედეგი ცოტა ფულია

ქართული კლუბების წლევანდელ ევროსეზონსაც ტრადიციის თანახმად წარმატებულს ვერ ვუწოდებთ.

დიდი მოლოდინი იყო გაძლიერებული ბათუმის „დინამოსგან“. მართალია ჩვენს ჩემპიონს რთული მეტოქეები შეხვდა, მაგრამ 4-დან ერთი თამაშიც ვერ მოვიგეთ. თბილისის „დინამო“ ხომ საერთოდ, რა ხანია ერთი დიდი სირცხვილი და თავის მოჭრაა და მეტი არაფერი. ამისთანა უთავმოყვარეო გუნდი ალბათ მეორე არ დადის მთელ ევროკავშირში თუ მის კანდიდატ ქვეყნებში.
გორის „დილას“ ბევრს ვერც მოთხოვ, აი „საბურთალომ“ კი სახე შეინარჩუნა და ცოტა მეტი გამოცდილება, კონცენტრაცია და იღბალი რომ ჰქონოდა, ერთ კაი სენსაციასაც შემოგვთავაზებდა.

ევროპული ზაფხული ჩვენთვის ივლისში დაიწყო და იქვე დამთავრდა. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია იმის დათვლა, თუ რამდენი ეკუთვნით ქართული კლუბებს ევროტურნირებზე გამოსვლის გამო.

ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 280 000 ევროსთან ერთად 260 ათასსაც მიიღებს, პლუს კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის გადალახვისთვის – 350 000 ევროს. ანუ ჯამში 890 ათას ევროს.

შემოსავლებით მეორეა „საბურთალო“, რომელიც ერთადერთია, რომელმაც პირველ ეტაპზე გაიმარჯვა. ამისთვის თბილისელები მიიღებენ 500 ათას ევროს. კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 150 000 ევროს, ხოლო ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის – 350 000 ევროს.
„სტიაუასთან“ მოგება და კიდევ ერთ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა თბილისელებს კიდევ 550 000 ევროს მოუტანდა.

ყველაზე ცოტა ეკუთვნით თბილისის „დინამოს“ და გორის „დილას“ – 150 ათასი ევრო, რადგან მხოლოდ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე ითამაშეს.

ჯამში ქართულმა გუნდებმა ევროპაში თამაშისთვის 1,68 მილიონი ევრო (დააახლოებით 4,673 მილიონი ლარი) იშოვეს.

ქართული გუნდების ევროშემოსავლები

ბათუმის „დინამო“ – 890 ათასი ევრო
„საბურთალო“ – 500 ათასი ევრო
თბილისის „დინამო“ – 150 ათასი ევრო
„დილა“ – 150 ათასი ევრო

ჯამი: 1,69 მილიონი ევრო

მაინც ვნახოთ ისე რა ხდება.

ჩემპიონთა ლიგა

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 280 000 ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი – 380 000 ევრო
მესამე შესარჩევი რაუნდი – 480 000 ევრო
ჯგუფში მოხვედრა – 15 640 მლნ ევრო
მოგება – 2,8 მლნ ევრო
ფრე – 900 000 ევრო

ევროპის ლიგა
აქ საქართველოს დაბალი რეიტინგის გამო წარმომადგენელი არ ჰყავს

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 240 000 ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი – 260 000 ევრო
მესამე – საკვალიფიკაციო ეტაპი 280 000 ევრო
პლეი-ოფი – 300 000 ევრო
ჯგუფში მოხვედრა – 3 630 მლნ ევრო
მოგება – 630 000 ევრო
ფრე – 210 000 ევრო

კონფერენს ლიგა

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 150 000 ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი – 350 000 ევრო
მესამე – საკვალიფიკაციო ეტაპი 550 000 ევრო
პლეი ოფი – 750 000 ევრო
ჯგუფში მოხვედრა – 2.940 მლნ ევრო
მოგება – 500 000 ევრო
ფრე – 166 000 ევრო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შეკრება კარგად მიდის – რას შვრება ნაკრები კურორტზე

ხვიჩასთან მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე მიდის