in

რაც მეტი ბრაზილიელი წავა პრემიერლიგაში, ნაკლები შანსი გვექნება მსოფლიო ჩემპიონობის

„წარმოიდგინეთ, რომ გარი ნევილი და მისი კოლეგები ტვინს ყოველ კვირა გირეცხავენ, რომ თქვენ მსოფლიოში საუკეთესო ხართ, მაშინ, როცა ამ რეგალიის სიახლოვესაც კი არ ხართ. პირადად მე, ლა ლიგის ყურება მირჩევნია, რადგან იქ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. ესპანური გუნდები ტიტულს-ტიტულზე იგებენ, ხოლო ინგლისელებს უბრალოდ ლაპარაკი უყვართ. ამბობენ, რომ ჰყავთ არნოლდი, რომელიც თითქოს ჩემს დონეზეა. ამაზე საუბარი არ მიდნოდა, რადგან ვიცოდი, რომ ვინისიუსი მას გაკვეთილს ჩაუტარებდა და ასეც მოიქცა“. ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველის ეს სიტყვები რამდენიმე სპორტულ გვერდზე დაიწერა. ჰო, კაფუს ფეხბურთის შესახებ რაიმე შევკადროთ, ცალსახა კადნიერება იქნება და მეტი არაფერი. უბრალოდ წარსულში ნათქვამი მისი ფრაზები გავიხსენოთ. “ის ძლეირი, ახალგაზრდა და სწრაფია. აქვს უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით, მისი ასაკის მხედველობაში მიღებით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან დიდ მსგავსებას ვხედავ მასსა და ჩემს შორის, განსაკუთრებით შემტევ ასპეკტში“- ეს სიტყვები კაფუმ 22 მაისს თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1 კვირით ადრე.

ჰო, არ ვიცით რა შეიცვალა დაახლოებით 2 კვირაში, მაგრამ კაფუ საკმაოდ განაწყენებული კი ჩანს. ისე ასაკს თავად გაუსვა ხაზი და 23 წლის არნოლდი რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში შემავალ კაფუს უტოლდებოდეს… რაც არ უნდა მოხდეს, ნაკლებ წარმოსადგენია, რომ კაფუს სახელი სამარადისო დავიწყების წიაღს მიეცეს ფეხბურთში. მართლაც ჯადოქარივით იყო მოედანზე.

არნოლდის კარიერას ნაკლები წარდგენა სჭირდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველისათვის. რაც შეეხება კაფუს, 52 წლის ბრაზილიელს კარიერის განმავლობაში უთამაშია: „სან პაულოში“; „პალმეირასში“; „რომაში“; „მილანსა“ და კიდევ არაერთ გუნდში. მოგებული აქვს 2 მსოფლიო ჩემპიონატი 1994 და 2002 წელს. ჩემპიონთა ლიგა 2007 ში და 20-მდე სხვა ტიტული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგი შეგრძნება: რონალდომ სატრენაჟორო დარბაზიდან ფოტო გამოაქვეყნა

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ფეხბურთელი რონალდოს მადლობელია – ლამაზი, მაგრამ არა სექსუალური