პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. პარიზელებს 34-ე ტურში მოკრძალებულ „ლანსთან“ ფრეც ეყოთ – 1:1. სხვაობა „მარსელთან“ 16 ქულამდე გაიზარდა და დედაქალაქელები მიუღწევლები არიან.
პსჟ-დან ეს ერთადერთი გოლი ლეო მესიმ მე-2 ტაიმში, საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა.
ჩემპიონობის მიუხედავად, ისეთი გულშემატკირებიც მოიძებნებიან, რომლებიც დიდად კმაყოფილი მაინც არ არიან. ალბათ, მართლაც შეიძლებოდა უფრო ლამაზად გაეფორმებინათ ჩემპიონობა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/lens-54-fin-_aur6662.jpg)
პსჟ-მ მეათედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და „სენტ ეტიენის“ რეკორდი გაიმეორა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
პსჟ-მ ბოლო 10 სეზონში მერვედ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. ის ორი „ლილმა“ და „მონაკომ“.
პსჟ-ს პრეზიდენტი: „ლიგა 1 ძალიან რთული ტურნირია, მეათე ჩემპიონობა – მნიშვნელოვანი მიღწევაა“.
პოჩეტინომ პირველად მოიგო ჩემპიონატი როგორც მწვრთნელმა. მას უკვე აქვს თასი და ქვეყნის სუპერთასი პსჟ-ში.
პოჩეტინო: “ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ტიტული მოვიგე პსჟ-სთვის”.
მარკო ვერატი მერვედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ეს ლიგის რეკორდია.
მესიმ ლიგა 1-ის 22 მატჩში მე-4 გოლი გაიტანა.
მესის ბოლო 5 სეზონში ტოპ 5 ლიგაში საჯარიმოს გარედან 36 გოლი აქვს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/lens-48-messi-joie-_aur6216.jpg)
სერხიო რამოსმა პირველი საკლუბო ტროფეი მოიგო „რეალს“ მიღმა.
მესიმაც პირველი ტიტული მოიგო კლუბში „ბარსელონას“ გარდა სხვა გუნდთან ერთად.
ნეიმარი ფანების სტვენაზე: „მე კიდევ 3 წელი მაქვს კონტრაქტით. შეწყვიტეთ, თორემ ჰაერი არ გეყოფათ“.
მბაპე ფანების ტრიბუნებიდან გასვლაზე: „ისინი ცოტანი არიან. თუ არ უნდათ ზეიმი, ნუ იზეიმებენ. ჩვენ გასახდელში აღვნიშნეთ“.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/ag10110.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings