in ,

ლუდი გადაისხეს: ბაიერნი ჩემპიონია – რეკორდმაისტერმა ევროპის რეკორდი დაამყარა – XXXI ტური

მიუნხენის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის გამარჯვებულია. გაცვეთილი ფრაზაა. ოღონდ მართლა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მიჩვეული ვართ და მაინც ასე ხდება, „ბაიერნი“ ზედიზედ მეათედ გახდა ჩემპიონი, 5 საუკეთესო ევროპულ ლიგაში კი ეს საუკეთესო შედეგია.

ბავარიელებს ერთგვარად გაუმართლათ, როდესაც მთავარ კონკურენტს შეხვდნენ, უშუალო შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით ჩემპიონობა ხომ კიდევ უფრო სასიხარულოა. დორტმუნდელებს კი სურდათ, მეტოქის ზეიმის გადავადება, ემრე ჯანმა მე-2 ტაიმში პენალტით სხვაობაც შეამცირა, მაგრამ თავს ზემოთ ხომ ძალა არ არის, თავს ზემოთ „ბაიერნია“ და აბა როგორ გადაახტები.

ისევ აურიეს ოთხეულში მოხვედრის მსურველებმა. მშვენიერი შედეგების მქონე და მესამეზე დაწინაურებულმა „ლაიპციგმა“ შინ წააგო და ისევ გადააბარა მე-3 პოზიცია ლევერკუზენის „ბაიერს“ (ტედესკოს ხელში „ლაიპციგმა“ პირველად წააგო 16 მატჩში). მე-3 იქნება თუ მე-4 ეგ დიდი არაფერი, მაგრამ მეოთხეც არ არის გარანტირებული, „ფრაიბურგი“ 2 ქულაშია, რომელმაც თავის მხრივ ასევე ვერ მოიგო აუცილებლად მოსაგები და გამათანაბრებელი გოლი 90+3 წუთზე გაუშვა. მოკლედ, ამ გადამწყვეტი თამაშებისას ბევრ მოულოდნელობას ვხედავთ. პროგნოზი აქ უადგილოა, რომელი როდის „მოინდომებს“ წაგებას, აბა ვინ იცის.

ისე, ყოჩაღ „უნიონს“, რომელმაც ერთი პერიოდი კი მოუკლო, მაგრამ ახლა მეორე სუნთქვა გაეხსნა და ზედიზედ 4 თამაში მოიგო, რის გამოც ევროზონაშია და „ფრაიბურგს“ 2, ხოლო მეოთხეადგილოსან „ლაიპციგს“ 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა მეორეს მხრივ, სულ 1 ქულით უსწრებს „კიოლნს“, რომელმაც 3 მატჩი მოიგო ზედიზედ და სულაც არ იტყოდა უარს „უნიონის“ ჩაჩოჩებასა და მის ნაცვლად ევროადგილის დაკავებაზე.

ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ფინალივით მატჩი იყო ბერლინში, სადაც ფელიქს მაგათის “ჰერტამ’ დაძაბულ შეხვედრაში უშუალო კონკურენტ “შტუტგარტს” აჯობა და მას 4 ქულით დაუსხლტა. გადათამაშების ზონაში მყოფი “მერსედესელები” კი 2 ქულით უსწრებენ გასავარდნ ადგილზე მყოფ “არმინიას” სხვათა შორის, მომდევნო ტურში “არმინია” “ჰერტას” მიიღებს და აქ კი უკვე მართლა გაირკვევა ბევრი რამ.

„ბაიერნმა“ ტოპ 5 ლიგის რეკორდი დაამყარა – ზედიზედ მე-10 გახდა ჩემპიონი. „იუვენტუსს“ 9 სკუდეტო ქონდა მიჯრით.

„ბაიერნმა“ ჩემპიონობა ისტორიაში 32-ედ მოიპოვა.

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში „ბორუსია“ ზედიზედ მე-7 დაამარცხა.

ლევანდოვსკიმ „ბორუსიას“ 26 მატჩში 19 გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, ის დორტმუნდში 5 წელი თამაშობდა.

ლევანდოვსკის ამ სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში 48 გოლი აქვს.

ტომას მიულერმა სარეკორდოდ, მე-11 მოიგო ბუნდესლიგა „ბაიერნთან“ ერთად.

“ბაიერნის” ფრანგმა კინგსლი კომანმა კარიერაში მე-11 ჩემპიონობა მოიპოვა (სხვადასხვა ქვეყნებში). არადა, ის 25 წლისაა.

ლევანდოვსკი: “რამდენიმე წლის შემდეგ ხალხი მიხვდება, რომ ბუნდესლიგაში ზედიზედ 10-ჯერ გამარჯვება, დიდი წარმატებაა”.

ნაგელსმანი: „არ იყო მარტივი სეზონი. მიხარია, რომ „ბაიერნმა“ ის ჩემპონობით დააგვირგვინა“.

ბუნდესლიგა – XXXI ტური

ვოლფსბურგი – მაინცი 5:0
ლაიპციგი – უნიონი 1:2
ფიურტი – ლევერკუზენი 1:4
ფრაიბურგი – გლადბახი 3:3
კიოლნი – არმინია 3:1
აინტრახტი – ჰოფენჰაიმი 2:2
ბაიერნი – დორტმუნდი 3:1
ბოხუმი – აუგსბურგი 0:2
ჰერტა – შტუტგარტი 2:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ X: მესიმ და რამოსმა პირველად მოიგეს სხვაგან – ფრთხილად იყავით, ჰაერი რომ არ გეყოთ

ფოტოები: მამარდაშვილი ფინალში – ერთი პენალტი თითქმის აიღო