in ,

პსჟ vs ბარსელონა: პროგნოზი, სტატისტიკა, კოეფიციენტები

ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური მატჩი პარიზშია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც სამი კვირის წინ ბარსელონაში მოხდა, რთულია მთავარი დაპირისპირება ამ წყვილს მიანიჭო.

პირველი მატჩი: ბარსელონა – პსჟ 1:4

მბაპემ იფრინა: პსჟ-მ ბარსელონა გაანადგურა

ისე, „ბარსასთვის“ ის მწარე 1:4 კარგი გაკვეთილი გამოდგა. კუმანის გუნდმა ამის შემდეგ მოგებები დაიწყო და მშვენიერ შედეგს აჩვენებს.
უბრალოდ პსჟ-სთან ალბათ მაინც დაგვიანებული იქნება ეს გამოცოცხლება.

პსჟ-მ ბარსელონური ტრიუმფის შემდეგ „მონაკოსთან“ კი წააგო, მაგრამ მერე სამჯერ მშრალად მოიგო და ამ გუნდის ცუდ ფორმაზე საუბარი ნამდვილად არ ღირს.

ფსიქოლოგია – 2017 წელს „ბარსელონამ“ სასწაული მოახდინა „კამპ ნოუზე“, როდესაც პარიზში წაგებული 0:4 ამოუქაჩა მეტოქეს და შინ 6:1 მოუგო. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი რამდენად იმუშავებს დღეს საღამოს და „ბარსას“ კარის გაჯახუნებაში მაინც თუ დაეხმარება, ვნახავთ, მაგრამ ეს ლეო მესიც ხომ აღარ მთლად ისეთი, როგორც წლების წინ.

თავქუდმოგლეჯილი წინ წანსვლაც არ ღირს, პარიზელთა კონტრშეტევა მპაბეს ხელში ძალიან სახიფათოა, არადა კატალონიელებისთვის როგორი მისწრება იქნება საწყის წუთებში გატანა…

ციფრები და ფაქტები

პსჟ-მ ბოლო 15-დან 12 მატჩი მოიგო ყველა ტურნირზე.
„ბარსელონამ“ 11 თამაში 15-დან.

„ბარსელონამ“ ბოლო 4 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 10:0.
პსჟ-მ ბოლო 3 თამაში – 8:0.

პირველი დაპირისპირების შემდეგ პსჟ-მ 4 მატჩი ჩაატარა (3 მოგება და 1 წაგება), „ბარსელონამ“ – 5 (1 ფრე და 4 მოგება).

„ბარსელონას“ პარიზში 21-ე საუკუნეში მხოლოდ ერთხელ მოუგია – 2015 წელს. კატალონიელებმა ორჯერ წააგეს და 2013 წელს კი ფრედ ითამაშეს.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა, 4-ვე მატჩი მოიგო, რომელსაც ენტონი ტეილორი მსაჯობდა. „ბარსას“ მატჩზე კი ინგლისელი მხოლოდ ერთხელ მუშაობდა და ის თამაში 0:0 დასრულდა.

სავარუდო შემადგენლობები:

პსჟ: ნავასი – ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე,კურზავა – ერერა, პარედესი – დი მარია, ვერატი, მბაპე – იკარდი
არ იქნებიან: ბერნატი, კინი
სათუოა: კერერი, ნეიამრი

ბარსელონა: ტერ შტეგენი – მინგესა, ლენგლე, უმტიტი – დესტი, დე იონგი, ბუსკეტსი, ალბა – პედრი, მესი, დემბელე
არ იქნებიან: კოუტინიო, ფატი, პიკე, სერჟი რობერტო, არაუხო

This image has an empty alt attribute; its file name is 158429744_10161130596938298_3492609823805097878_o-1024x390.jpg

პროგნოზი

„ბარსა“ შეუტევს და შესაბამისად ამით პსჟ ისარგებლებს. თუმცა თუ მესის და დემბელეს თამაში წაუვიდათ, გოლებიც იქნება.

პსჟ-ს მოგება – 2.20
ფრე – 4.10
ბარსას მოგება – 2.80

ექსპერტებს ჰგონიათ, რომ თამაში შედეგიანი იქნება: 2.5 გოლზე მეტი – 1.43, ხოლო 2.5 გოლზე ნაკლები – 2.8.

მასპინძელთა გატანა – 1.3.
სტუმრების გოლი – 1.16.

ორივე გაიტანს – 1.4, პენალტი იქნება – 2.4, გაძევება – 3.5.

პსჟ-ს გასვლაზე უმნიშვნელო კოეფიციენტია – 1.04, აი „ბარსას“ მომდევნო ეტაპზე გასვლა კი – 16.0-ია.

[poll id=”9770″]

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული vs ლაიპციგი: პროგნოზი, კომენტარები, სტატისტიკა

ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა