in

პსჟ-მ რეალის პირველი შეთავაზება იუარა: გადავა მბაპე რეალში?

ლიონელ მესის შემდეგ კიდევ ერთი მეგატრანსფერი ახლოვდება. როგორც ჩანს, კილიან მბაპეს პარი სენ-ჟერმენიდან მადრიდის რეალში გადასვლა უკვე მხოლოდ დროის ამბავია.


როგორც იცით, მბაპეს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე კი უარს ამბობს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მბაპემ პსჟ-ს უარი უთხრა წელიწადში 50 მილიონ ევროზე და განუცხადა, რომ კლუბიდან წასვლა სურს. მას შემდეგ, რეალი მბაპეს გადაბირებას ცდილობს.

ბევრი სანდო მედიის ინფორმაციით, რეალმა უკვე მიმართა პარიზულ გრანდს პირველი შეთავაზებით – ზოგიერთი წყარო 160 მილიონ ევროზე წერს, ზოგიც – 180 მილიონზე. გამოცემები Telefoot და Le Parisien იტყობინებიან, რომ პსჟ-მ პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და ფრანგული და ესპანური მედიის ცნობით, რეალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პსჟ-ს შეუთანხმდეს.
კილიან მბაპემ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 31 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ევროპის ჩემპიონატზე მან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 ასისტით გამოირჩა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნინა თიბილაშვილმა პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მერაბ ბაზაძე:ვამაყობ ამ შედეგით-ნინა და ირმა აუცილებლად გახდებიან პარალიმპიური ჩემპიონები