in

პსჟ-მ მომავალი მესისთან ერთად დაგეგმა, მოურინიო ისევ ტოტენჰემისკენ აპარებს თვალს, ინგლისმა ვადები დათქვა – სატრანსფერო ამბები

წელს ევროპის ჩემპიონატია და ალბათ კონტინენტის პირველობა დიდწილად განსაზღვრავს კიდეც წლევანდელ სატრანსფერო აქტივობას, თუმცა გუნდებს უკვე მონიშნული ჰყავთ სასურველი ფეხბურთელები და მუშაობაც დაუწყიათ.

მანამდე კი ინგლისის პრემიერლიგამ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვადები დაამტკიცა. პრემიერლიგის კლუბები ახალი ფეხბურთელების გაფორმებას 9 ივნისიდან 31 აგვისტომდე შეძლებენ. ინგლისის ჩემპიონატის ახალი სეზონი 14 აგვისტოს აიღებს სტარტს.

„ბარსელონა“ სერხიო ბუსკეტსის სამომავლო შემცვლელად სამ კანდიდატს განიხილავს. შორტ-ლისტში არიან: ედუარდო კამავინგა („რენი), მანუელ ლოკატელი („სასუოლო) და მიკელ მერინო („სოსიედადი).

მირალეშ პიანიჩი შესაძლოა „ჩელსიში“ ან „ინტერში“ გადავიდეს. „ბარსას“ სურს ხელფასი დაზოგოს.

„ლივერპულს“ “ბარსას“ ფრანგი უმტიტი 6 მლნ ფუნტად შეთავაზეს. კლუბმა უარი თქვა (Anfield Central).

ედენ აზარი ტრანსფერზე დააყენეს, მაგრამ მისი გაყიდვა რთული იქნება. წერს El Chiringuito-ს ჟურნალისტი „რეალის“ ნახევარმცველზე.

„რომამ“ შესაძლოა ირანელი სერდარ აზმუნი („ზენიტი“) ან პსჟ-ში მყოფი იკარდი იყიდოს, თუ ჯეკო წავა (Corriere della Sera).

მოურინიოს „რომაში“ ერიკ ლამელას ან ლუკას მოურას („ტოტენჰემელები“) ნახვა სურს.

პსჟ დარწმუნებული, რომ მესის გაიფორმებს და ახალი სეზონის შემადგენლობას არგენტინელის ჩათვლით გეგმავს.

„ბაიერნი“ ჰაალანდისთვის იბრძოლებს. ნაგელსმანი მას გუნდისთვის იდეალურ ფორვარდად მიიჩნევს.

„ჩელსიმ“ უარყო ორი წინადადება ნჰოლო კანტესთან დაკავშირებით წინა ზაფხულს. თავაზობდნენ 50+ მლნ ევროს.

„სიტიმ“ შესაძლოა „ვესტ ჰემიდან“ ნახევარმცველი დეკლან რაისი აიყვანოს თუ ამ ზაფხულს ფერნანდინიო წავა.

„ატლეტიკომ“ შესაძლოა კონტრაქტი გაუფორმოს 18 წლის ფაკუნდო ფარიასს არგენტინული „კოლონიდან“.

„ტოტენჰემს“ კონტაქტი ჰქონდა „ატალანტას“ წარმატებულ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის ინგლისში გადატანას ითხოვენ

ვერცერთი ლიცენზია სოფიაში: ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მხოლოდ სამ წონაში გვეყოლება