in ,

პსჟ-მ და ნავასმა ბარსა გაისტუმრეს: მბაპემ მესის უკვე აჯობა

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. აქედან ერთი, პსჟ რომ იქნებოდა, ცხადია იყო, მიუხედავად „ბარსელონასადმი“ დიდი პატივისცემისა. წარმოუდგენელი იყო კიდევ ერთი სასწაული ქამბექი მომხდარიყო და თამაშიც ისე წავიდა, რომ პარიზელების მარცხის არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ისე, მესის რომ ტაიმის მიწურულს ის პენალტიც გაეტანა, ვინ იცის… საბოლოო ფრე და ის, რომ მესიმ დიდებული გოლი გაიტანა. გარდა ამისა, კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი მოხდა.

ვიდეო მიმოხილვა: პსჟ VS ბარსელონა


პსჟ vs ბარსელონა 1:1
პირველი მატჩი 4:1

გოლები: 1:0 მბაპე (31-პენ), 1:1 მესი (37)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (45. ბარსელონა)

პსჟ: კეილორ ნავასი – ფლორენცი (76. დაგბა), მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა (46. დიალო) – გეიე (59. დანილო), პარედესი, ვერატი (84. რაფინია) – დრაქსლერი (59. დი მარია), იკარდი, მბაპე.

ბარსელონა: ტერ შტეგენი – დესტი (66. ტრინკაო), მინგესა (35. ფირპო), ლანგლე, ჟორდი ალბა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი (79. მორიბა), პედრი (79. პიანიჩი) – მესი, გრიზმანი, დემბელე (79. ბრაიტუაიტი).

ვერავინ დაინახა რა კარგია ლაიპციგი, მაგრამ ლივერპული გავიდა: ბუდაპეშტი ენფილდს ჯობია

„ბარსელონა“ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა.

პსჟ-მ „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიარა 26 წელიწადში.

რონალდ კუმანი: „ბარსას“ თამაშით კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ამ გზას უნდა გავყვეთ“.

გრიზმანი: „ბარსელონას“ არ დაუმსახურებია ასე ადრეულად გავარდნა. შევეცდებით ლიგის მოგებას მომავალ წელს“.

პიკე: „დიდი პროგრესია პირველი მატჩის შემდეგ. ვამაყობ. „ბარსა“ ბოლომდე იბრძოლებს“.

მესის გასროლა პსჟ-ს კარში

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 120 გოლი გაიტანა, რონალდოს 134 აქვს.

მესიმ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა არა პენალტიდან.

მესის 19 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე საჯარიმოს გარედან დარტყმებით. მასზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა – 20 გოლი.

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი პირველად ვერ გაიტანა 2015 წლის შემდეგ. მას კარიერაში 11-მეტრიანების 22% აქვს გაფუჭებული.

„ბარსელონამ“ ამ სეზონში პენალტების 40% ვერ გამოიყენა.

ნავასი: „არასოდეს იცი საით დაარტყამს მესი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის დარტყმას შეცვლიდა“.

მაურისიო პოჩეტინო: „კეილორ ნავასი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და დღეს ეს მან დაამტკიცა“.

მარკინიოსი: „თამაში ნავასმა გააკეთა. პსჟ-მ დაიმსახურა მეოთხედფინალში გასვლა“.

პედრი: „გამოუყენებელი პენალტი „ბარსასისთვის“ დიდ დარტყმა იყო“.

რონალდ კუმანი: „პსჟ-ს მეკარე საუკეთესო იყო მოედანზე“.

მბაემ 4-ჯერ გაუტანა „ბარსას“ – საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ესპანური გუნდების კარში გატანილი გოლებით.

მბაპემ მესის რეკორდი გააუმჯობესა, ფრანგმა 25-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 22 წლის და 80 დღის ასაკში გაიტანა.

მბაპეს 40 (25-15) ქულა აქვს ჩემპიონთა ლიგის 42 მატჩში.

მბაპემ იფრინა: პსჟ-მ ბარსელონა გაანადგურა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა ისევ მოიგო და ფედერერი ელოდება

მამუკელაშვილი წლის საუკეთესოა: სანდროს მორიგი აღიარება – წინ NBA-ს დრაფტია