in

პოლიტიკა, სამხედრო სამსახური, აზარტული თამაშები, პორნო – უცნაური პროფესიები, რომლებიც ფეხბურთელებმა კარიერის შემდეგ აირჩიეს

ფეხბურთი ყოველთვის დიდ ფულთან არ არის დაკავშირებული. მოთამაშეები, რომლებმაც კარიერა 10-15 წლის წინ დაასრულეს, პირადი თვითმფრინავებით არ დაფრინავენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვილებსაც არ ყიდულობენ, უბრალოდ ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. ზოგიერთ მათგანს სხვა ცხოვრების დაწყება ძალიან უჭირს და არც თუ ისე სახარბიელო რეზიუმეთი სამსახურსაც ვერ პოულობს.
სწორედ ამის გამო ჩნდება საკმაოდ მოულოდნელი პროფესიები, რომელთა დაკავშირებაც ყოფილ ვარსკვლავებთან ძალიან რთულია.

ჯორჯ ვეა, ლიბერიის პრეზიდენტი
ტრანსფორმაციის ყველაზე ცნობილი მაგალითი. „მონაკოს“, პსჟ-ს და „მილანის“ ვარსკვლავი, რომელმაც კარიერა 2003 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულა. იმ მომენტში ვეა აფრიკის კონტინენტზე ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო და მის პოლიტიკურ კარიერას ამ ფაქტმა ხელი ძალიან შეუწყო. ყოფილი ფეხბურთელი 2014 წელს სენატში აირჩიეს, 2017 წელს კი ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture4354-1.png


ვინი ჯონსი, მსახიობი
ვინიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფეხბურთთან აღარ დაეკავშირებინათ. ყოფილი სპორტსმენი კარიერის დასრულებისთანავე გაი რიჩის ფილმში მოხვდა და მისი ვარსკვლავური კარიერაც ასე დაიწყო.

ლი კრუქსი, ბრიტანეთის სამხედრო ძალების წამყვანი ავიაკონსტრუქტორი
„მანჩესტერის” აკადემიის კურსდამთავრებული 1994 წელს მთავარ გუნდში მოხვდა. მაშინ არც არაბული ფული და არც მთელი მსოფლიოდან ჩამოყვანილი ვარსკვლავები არ იყვნენ, ამიტომ კრუქსისნაირ ბიჭებს შანსი ეძლეოდათ ხოლმე. მან “მანჩესტერში” 6 წელი ითამაშა, სხვა კლუბებიც მოიარა და 2008 წელს კარიერა დაასრულა. 33 წლის ასაკში კი სამხედრო მომზადება გაიარა და წამყვანი ავიაინსტრუქტორი გახდა.

ტიმ ვიზე, რესტლერი
„ვერდერის“ ყოფილმა მეკარემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ძალები რესტლინგში მოსინჯა. რამდენიმე გამარჯვების შემდეგ, ტიმს ეს საქმეც მობეზრდა და ბუნდესლიგაში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, მისთვის ოფერი არავის გაუკეთებია.


დენი მაუნტინი, პორნოვარსკვლავი
დენის უწოდებდნენ „ტალანტს, რომელიც 15 წელში ერთხელ იბადება“. „საუთჰემპტონის“ გუნდში ის ადრეულ ასაკშივე მოხვდა, თუმცა ტრავმის გამო ფეხბურთი მალევე დატოვა. ამის შემდეგ დენი მშენებლობაზე მუშაობდა, თუმცა ამ საქმით ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებდა. ერთ დღესაც კი ზრდასრულთათვის განკუთვნილი ფილმის კასტინგზე წავიდა და სულ რამდენიმე წელში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

ტომას გრავესენი, პოკერის მოთამაშე
2005 წელს „რეალმა“ ტომასი „ევერტონიდან“ მოიწვია. ფეხბურთელს ყველაზე სანდო მოთამაშედ მიიჩნევდნენ. თუმცა, მადრიდში გადასვლამ ყველაფერი გააფუჭა, დანიელი გლამურულმა ცხოვრებამ ჩაყლაპა. სულ რაღაც ერთ წელში მისი კარიერა დასრულდა. საკუთარი თავის ძიებაში ფეხბურთელმა პოკერის თამაში დაიწყო და სულ მალე ერთ-ერთ ტურნირზე 100 მილიონი დოლარიც მოხსნა.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture523454.png


ჰაქან შუქური, ტაქსისტი
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი (10,8 წამი) ვაშინგტონში ცხოვრობს და ტაქსისტად მუშაობს. თურქეთში მისი ანგარიშები გაყინულია და ქონების გამოყენება მას არ შეუძლია. წარსულში ყოფილი ფეხბურთელი ერდოღანის პარტიაშიც იყო, თუმცა პოლიტიკა მალევე დატოვა. როგორც თავად ახსნა, მისი იმედგაცრუების მიზეზი კორუფცია იყო. ამის შემდეგ მის ოჯახზე ზეწოლა დაიწყო და ყოფილმა ფეხბურთელმა ქვეყანა დატოვა. თურქეთში ის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის იძებნება, ამიტომ მისი ერთადერთი გამოსავალი ტაქსისტად მუშაობაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სხვაობა გაქრა, ყველაფერი თავიდან იწყება: ამ შაბათს ელ კლასიკოა (29-ე ტური)

ღირსეული კაპიტანი – ბილბაოელი მუნიაინი სოსიედადის ზეიმს დაესწრო