in

პოგბა ცალი ფეხით იუვენტუსშია

პოლ პოგბა, ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცე ღვთის ბოძებულ ტალანტს. როდესაც პოლი ხასიათზეა, უბრალოდ შეუძლებელია მისი შეჩერება, მაგრამ „იუნაიტედის“ ქომაგთა სამწუხაროდ, პოგბა ბოლო 6 წლის განმავლობაში იშვიათად იყო სათამაშო განწყობაზე.

2012 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილი პოგბა „იუვემ” უფასოდ წაიყვანა. 4 წლის განმავლობაში მონსტრად აქცია და „ემიუს“ უკან დაუბრუნა, ოღონდ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მაშინ პოგბა პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ იქცა. მისი ინგლისური კარიერა 1 სიტყვაში, რომ ჩავატიოთ, ალბათ, თავკერძა შეესატყვისება.

არადა, სტატისტიკას ჩახედავ და იტყვი ურიგო მაჩვენებლები არ აქვსო. 232 მატჩში 39 გოლი და 52 საგოლე პასი, მაგრამ… პოგბა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე გოლი და ასისტი. წარმოიდგინეთ, გასული სეზონის საწყის 3 ტურში პოლს 7 საგოლე პასი ჰქონდა, მაგრამ დარჩენილ 35 მატჩში, მხოლოდ 2-ის მიმატება მოახერხა.

ფრანგი არაერთგზის გამხდარა ქილიკის ობიექტი იმიჯის გამო. უფრო მეტჯერ ვარცხნილობა შეიცვალა ვიდრე გოლი ან საგოლე პასი გვიჩვენაო. მართალიცაა, რადგან 6 წლის მანძილზე 70 სხვადასხვა ვარცხნილობა მოსინჯა. იყო კონფლიქტი მწვრთნელებთან. მოურინიომ არაპროფესიონალი უწოდა. ვერც სულშერთან დაძმაკაცდა, არადა… მისი პოტენციალი უსაზღვროა.

ჰოდა, მანჩესტერსაც ყელში ამოუვიდა კვირაში 290 000 გირვანქის ხდა და პოგბაც გუნდს ტოვებს. ისე, 29 წლის ფრანგი განსხვავებული შემთხვევაა, რადგან მისი ტრანსფერი სპორტული ჭრილის გარდა მარკეტინგული სვლაც იყო. „ემიუში“ ტრანსფერიდან 1 თვეში წითელმა ეშმაკებმა 105 მილიონი, მხოლოდ გაყიდული მაისურებიდან ამოიღეს. სხვადასხვა ანალიტიკურ სტატიაშიც პოგბა განხილულია, როგორც ბრენდის სახე და არა, მხოლოდ მოთამაშე.

მოკლედ, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა, ტურინში ფინანსური დეტალები წყდება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშე მეორედ დაბრუნდება „იუვეში“. ისე ბებერი ქალბატონის საქებრად უნდა ითქვას, რომ პოგბაში სარეკორდო თანხა აიღეს და 29 წლის ასაკში მას უფასოდ იბრუნებენ. ვნახოთ, ვნახოთ….

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არაბული ვნება ფეხბურთისადმი: მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი გამოფინეს

პრემიერლიგა 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეტრო ბურთს გვთავაზობს