ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ქალაქ სანტოსში, Memorial Necrópole Ecumênica-ს ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც „სანტოსის” სტადიონთან ახლოს მდებარეობს.
პელეს ცხედარი სასაფლაოზე „სანტოსის” საფეხბურთო კლუბის ჰიმნის ფონზე შეასვენეს.
მედიის ინფორმაციით, პელეს დაკრძალვის 24-საათიან საჯარო ცერემონიას, რომელიც “სანტოსის” სტადიონზე ორშაბათს დაიწყო, 230 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.
შეგახსენებთ, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
მას კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.~
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/01/image_2023-01-04_141403824.png)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings