in ,

პაიდე მაგრად ემზადება. ავტობუსი გულშემატკივრისათვის და მოწოდება, რომ სწრაფად შეიძინონ ბილეთი

14 ივლისს, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ესტონეთში გაიმართება. პირველი შეხვედრის შემდეგ ესტონელები 3:2 ლიდერობენ და თბილისურ გუნდს რთული მისია აქვს შესასრულებელი.

მოგეხსენებათ, პაიდეს სტადიონი უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მატჩი ქალაქ პარნაუს სტადიონ „Parnu Rannastaadion“- ზე გაიმართება, რომლის ტევადობაც 1500 მაყურებელია.

ჰოდა, „პაიდეს“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდი გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით იჩქარონ, რადგან დასასწრები ბილეთები სწრაფ ტემპში იყიდება და მალე, შესაძლოა, აღარც დარჩეს.

ასევე, ქალაქ პარნაუს სტადიონამდე წავა ავტობუსი, რომლის საფასურიც 10 ევრო იქნება. მოკლედ, ესტონელები მაგრად ემზადებიან და ჯეროვანი პასუხი სჭირდებათ!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება!

ტყემალაძე იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტს გაუწყრა