in

ოქროს ბურთი ბენზემას მისცეს: ვინ აიღო სხვა პრიზები

„ოქროს ბურთი“, როგორც მოსალოდნელი იყო, ქარიმ ბენზემამ მოიპოვა.
პარიზის თეატრ „შატლეში“ ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ 2021/22 წლების სეზონის ჯილდოები ჩამოარიგა.
დაჯილდოების ცერემონია დიდიე დროგბას მიყავდა.

პირველად საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოავლინეს და ის “ბარსელონას“ გავი გახდა.
ნომინანტები იყვნენ: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ედუარდო კამავინგა (რეალი), გავი (ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი) და ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).

პირველად გამოვლინდა სოკრატესის პრიზის მფლობელი. ეს ჯილდო გადაეცემა სოციალური აქტივობის კუთხით თავგამოჩენილ ფეხბურთელს. პრიზის პირველი მფლობელი გახდა „ბაიერნის“ ფორვარდი სადიო მანე. სენეგალელს ჯილდო სოკრატესის ძმამ რაიმ გადასცა.

შემდეგ ანდრეი შევჩენკომ „ოქროს ბურთი“ მისცა საუკეთესო ქალ ფეხბურთელს, რომელიც შარშანდელის მსგავსად კვლავ „ბარსელონას“ ალექსია პუტელიასი გახდა.

საუკეთესო ფორვარდი გახდა „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი. France Football-მა ეს პრიზი გასულ სეზონზედააარსა და პოლონელმა ის ზედიზედ მეორედ მოიგო.

სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა „რეალის“ ბელგიელი ტიბო კურტუა.
მისი კონკურენტები იყვნენ: იასინ ბუნუ (სევილია), ალისონი (ლივერპული), ედერსონი (სიტი), მაიკ მენიანი (მილანი), ედუარ მენდი (ჩელსი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), იან ობლაკი (ატლეტიკო), კევინ ტრაპი (აინტრახტი), უგო ლორისი (ტოტენჰემი).

შემდეგ გამოაცხადეს სეზონის საუკეთესო კლუბები: „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „რეალი“.

მამაკაცებს შორის „ოქროს ბურთის“ მფლობელის დაჯილდოვება ზინედინ ზიდანს ანდეს. ლეგენდარულმა ფრანგმა თანამემამულის სახელი გამოაცხადა – 2021/22 წლების საუკეთესო ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა გახდა.

34 წლის ბენზემამ გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი შეასრულა. მან „რეალთან“ ერთად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და თან სამივე ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავი: რეალთან მარცხი ჩემი პასუხისმგებლობაა

ბენზემას გამო საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება: ოქროს ბურთი რეალმა და ბარსამ გაიყვეს