in ,

ოფიციალურად: აბუაშვილი პორტოს ფეხბურთელია

უკვე ოფიციალურად, თბილისის “დინამო” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი კარიერას “პორტოში” გააგრძელებს.

ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა, საბოლოოდ დადასტურდა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა პორტუგალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცნობილია ისიც, რომ პირველ ეტაპზე, ის “დრაკონების” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

18 წლის მარცხენაფლანგელი ამჟამად საქართველოში იმყოფება და პორტუგალიაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრება.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აკადემიის ფეხბურთელს მთავარ გუნდში 2019 წლის შემდეგ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორჯერ ეროვნული ლიგის ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საჩემპიონო ზეიმისას ატლეტიკოს 14 წლის ქომაგი დაიღუპა

ნიკა ნინუას პირველი უცხოური ტიტული: პაოკ საბერძნეთის თასის გამარჯვებულია