in

ორი ქართველი ერთის წინააღმდეგ: ნარიაშვილი და აფრასიძე საფრანგეთის ჩემპიონები არიან

მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის “მონპელიემ” ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავას “კასტრი” 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

“მონპელიეს” ტოპ 14-ის ფინალი ორჯერ ქონდა ნათამაშები – 2011 და 2018 წლებში, თუმცა წინა ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა, ახლა კი სანუკვარი ჯილდო პირველად მოიპოვა.

ჩემპიონის რიგებში აფრასიძემ შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა. ტრავმის გამო არ უთამაშია მიხეილ ნარიაშვილს. “კასტრის” რიგებში შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0