in

ოლივერ კანი: ჰარი კეინი ლევანდოვსკის იდეალურად შეცვლიდა

გუშინ, „ბარსელონამ“ ლევანდოვსკის ტრანსფერი დაადასტურა და უკვე დაიწყო საუბარი მისი შემცვლელის შესახებ. იოლი ამბავი როდია, კაცმა 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა და ეპოქის დასასრულს ჯეროვანი ჩამნაცვლებელი სჭირდება.

„ბაიერნის“ CEO, ოლივერ კანი: „კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი აქვს. მასზე კარგი ვარიანტის მონახვა რთულია, მაგრამ ეს მომავლის პროექტია, რადგან 2024 წლამდე ჰარი დეზებში ირიცხება. ახლა, კოცენტრირებულები ვართ, რომ არსებული რესურსის მობილიზება და ახალი სეზონისათვის მზადება იდეალურად მოვახერხოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს“.

„ბაიერნმა“ სადიო მანე გაიფორმა და ფაბრიციო რომანოს ცნობით, გუნდი სულ მალე მატიის დე ლიხტსაც გაინაღდებს, შესაბამისად, მიუნხენელებს ურიგო ფანჯარა არ გამოსდით.

აი რაც შეეხება კეინს, ჰარის „ტოტენჰემის“ დატოვება გასულ ზაფხულსაც სურდა, როცა მისი შეძენით პეპ გუარდიოლა დაინტერესდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიფარცხა. ჰო, თან კონტემ ისეთი სატრანსფერო ფანჯარა გამოაცხო დეზები მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებენ, ჰოდა, ვნახოთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

განსაკუთერბულის განსაკუთრებული სვირინგი

ოთარის აქილევსი: კიტე ისევ ვერ თამაშობს