in

ნუნიესმა გადატენა და დაცლაც დაიწყო!

დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და უმალ ყიჟინა ატყდა. ზოგადად, კლოპს ამგვარი შენაძენები არ ახასიათებს, თუმცა დადგა დრო, რომ გუნდმა კლასიკული 9-იანით ითამაშოს და ეს 9-იანი, 23 წლის, დარვინ ნუნიესი აღმოჩნდა.

ასეთ დროს, დაკვირვება ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით, როდესაც ბრიტანეთზე ვსაუბრობთ, მაგრამ ნუნიესს ისეთი კრიტიკა შეხვდა, ურუგვაელს აქამდე გაგონილი რომ არ ჰქონია.

მოკლედ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ამხანაგურ მატჩამდე, ნუნიესის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, ვარჯიშზე გაცუდებული ხელსაყრელი მომენტები პლუს უშუალოდ მატჩში ლამის 5 მეტრიდან დაწოლილ მეკარეს ვერ გაუტანა, შემდეგ „პალასთან“ ისევ ცუდი მატჩი და ნუნიესი მაგრად აბულინგეს. არაერთმა გამოცემამ დარვინისადმი დამცინავი პოსტები გამოაჭენა, თუმცა გუშინ ურუგვაელმა გაიბრწყინა.

„ლაიპციგთან“ მატჩში დარვინი სკამზე იყო და მეორე ნახევარში ჩაერთო. გაბრაზდა თუ რაიყო არ ვიცით, მაგრამ შემოსვლიდან 3 წუთში დუბლი შეასრულა და მადაც გაეხსნა. ბოლოსკენ კიდევ ორი დაამატა და ასე, მქუხარედ დაიწყო მისი „ლივერპულური“ გოლების სერია- ნუნიესმა ოთხჯერ გაიტანა.

სად არის კრიტიკა? – პასუხი არ არის. ისე. ტომ სოიერის საწყისი სიტყვები მოუხდებოდა და ალბათ, მაკრიტიკებელთა ნუსხაში ვინმე ტომიც იქნებოდა გარეული, მაგრამ გუშინ, ყველამ ერთად, ჯერივით სოროებს უწია და ახლა დარვინ (ტომ) ნუნიესის ჩაცხრომას ელიან…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არიან წლის საუკეთესო სპორტსმენები: ESPN-მა ჯილდოები ჩამოარიგა

ნოემბრის მესამე ტესტიც გაირკვა!