პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სტარტი აიღო შეჯიბრმა სამთო-სათხილამურო სპორტში.
დღეს, გიგანტურ სლალომში საქართველოს სახელით ნინო წიკლაური გამოდის. წიკლაურმა პირველი დაშვება უკვე განახორციელა და დისტანცია 1:04:49 წუთში დაფარა.
გიგანტურ სლალომში სულ 82 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგანაც 22-მა სპორტსმენმა ფინიშის ხაზის გადაკვეთა ვერ შეძლო. პირველი დაშვების შემდეგ, წიკლაური 41-ე ადგილზეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings