in ,

ნინა თიბილაშვილმა პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პირველი მედალი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადაზე. ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალურ დაპირისპირებაში თიბილაშვილი ჩინელ ბიან ჟინგს დაუპირისპირდა და 7:15 დამარცხდა. თიბილაშვილმა რეიტინგის ლიდერ ჩინელთან ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მეტოქემ კლასის ხარჯზე იმარჯვა.

ქართველმა ეტლით მოფარიკავემ A კატეგორიაში ჯგუფურ ეტაპზე ჯერ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, ევგენია სიჩევა 5-0 დაამარცა, შემდეგ კი შეხვედრა კანადელ სილვია მორელს 5-2 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ წინასწარი ეტაპის მომდევნო ორი შეხვედრა დათმო, მერვედფინალის საგზური მაინც მოიპოვა მოიპოვა. თიბილაშვილი ჯერ პოლონელ კინგა დროზდზთან დამარცხდა 1-5, შემდეგ კი ჰაიიან გუსთან 4-5 წააგო.
მერვედფინალში ნინა თიბილაშვილმა იტალიელი ლორედანა ტრიგილიას, მარტივად, 15-9 სძლია, შემდეგ უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15-13. ნახევარფინალში კი, უკრაინელ ევჰენია ბრაუსს 8:12-დან შემოუტრიალა შეხვედრა და 15:12 მოუგო.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0